სკანდის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''სკანდეს ციხე''' ციხესიმაგრე [[საქართველო]]ში, მდებარეობს [[იმერეთის მხარე|იმერეთის მხარის]] [[თერჯოლის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[სკანდე]]ს ჩრდილოეთ მხარეს, მაღალ, საკმაოდ ძნელად მისასვლელ მთაზე<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>. ციხის სიმაღლე 120 მეტრია. მას სამხრეთის მხრიდან ჩამოუდის ბერისწყაროს ღელე, ხოლო ჩრდილოეთიდან პატარა ნკადულინაკადული, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "გურამღელეს"'„გურამღელეს“ ეძახის.
 
==ისტორია==
ხაზი 6:
ისტორიული წყაროები და საფორტიფიკაციო ნაგებობათა ანალიზი იმის საფუძველს იძლევა, რომ სკანდეს ციხის აგება ახ. წ. [[IV საუკუნე|IV საუკუნით]] დათარიღდეს. სკანდეს ციხე [[ეგრისის სამეფო]]ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხე იყო.
 
სკანდეს ციხის შესახებ ყველაზე ადრინდელი ცნობა ეკუთვნის [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] ბიზანტიელ ისტორიკოსს [[პროკოპი კესარიელი|პროკოპი კესარიელს]]: {{ციტატა|ლაზთა ორი ციხეა ზედ იბერიის საზღვრებთან, სკანდა და სარაპანისი (შორაპანი): ისინი მდებარეობენ მკაცრსა და ძნელსავალ ადგილებში და ძნელად თუ მიუდგება იმათ კაცი.<ref>გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, პროკოპი კესარიელი, ტ. II, გამომცემლობა "მეცნიერება"„მეცნიერება“, თბ. 1965 წ. გვ. 185-186</ref>}}
 
სკანდეს ციხის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა [[VI საუკუნე]]ში, როცა გამწვავდა წინააღმდეგობა [[ბიზანტია]]სა და სპარსეთს შორის და წინააღმდეგობა ომად გადაიქცა. ირანელთა მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისაგან თავის დასაცავად ბიზანტიამ გადაწყვიტა ეგრისის გამაგრება. იმპერატორმა ეგრისში გაგზავნა ჯარი, რომელმაც დაიკავა აქ არსებული სკანდესა და [[შორაპნის ციხე]]ები.<ref>ს. ჯანაშია, ფეოდალური რევოლუცია საქართველოში, ტფ. 1935 წ. გვ. 65</ref> ამ ფაქტიდან კარგად ჩანს სკანდეს ციხის, როგორც სტრატეგიული პუნქტის, დიდი მნიშვნელობა. ბიზნტიელებმა ციხის შენარჩუნება დიდი ხნით ვერ შესძლეს.
 
[[523]] წელს, როდესაც იბერიის მეფის [[გურგენი (VI ს.)|გურგენის]] [[გურგენის აჯანყება 523|აჯანყება]] ირანელთა წინააღმდეგ მარცხით დამთავრდა, მეფე ცოლ-შვილით ეგრისში გაიხიზნა. მათ სპარსელთა ჯარი დაედევნა, მეფემ და დიდებულებმა მოასწრეს შუა ეგრისში შესვლა, ხოლო სპარსელთა ჯარი სასაზღვრო სკანდესა და შორაპნის ციხეებს – მიადგა. სპარსელებმა ორივე ციხე უომრად აიღეს და 523-532 წლებში მათ ეპყრათ. სკანდეს ციხის აღება ვერ შესძლო ვერც ეგრისის პირველმა ქრისტიანმა მეფემ [[წათე I|წათე I-მა]].
 
შემდგომ კი ე. წ. "უვადო„უვადო ზავით"ზავით“, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანესა და ირანის შაჰ [[ხოსრო I|ხოსრო I-ს]] შორის დაიდო [[532]] წელს, სკანდეს ციხე კვლავ ბიზანტიის ხელშია. [[ეგრისის სამეფო]] ხელისუფლებამ მომავალი გართულებების თავიდან ასაცილებლად, იმისთვის, რომ სპარსელებს მათ წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ, რამდენიმე ციხე, მათ შორის სკანდესიც, დანგრიეს და მიწასთან გაასწორეს. მაგრამ საქმეს ამან ვერ უშველა. [[542]] წელს ეგრისში [[ეგრისის დიდი ომი 542-562|ბრძოლები განახლდა]] ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. [[551]] წელს ირანელებმა სკანდე აიღეს და დანგრეული ციხესიმაგრე აღადგინეს. ამის შემდეგ თითქმის 25 წელი ციხე მათ ხელში იყო.
 
VII-[[VIII საუკუნე]]ებში სტრატეგიული თვალსაზრისით კვლავ დიდი როლი ენიჭებოდა სკანდეს ციხეს, რადგან იგი აღმოსავლეთ [[საქართველო]]დან მომავალ სახმელეთო გზაზე მდებარეობდა. საქართველოს გაერთიანების შემდეგ სკანდეს ციხემ თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ როგორც ციხესიმაგრე იგი კვლავ განაგრძობდა არსებობას. მის შესახებ ამ პერიოდის ცნობები მეტად მწირია. [[თემურლენგი]]ს [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|ლაშქრობების]] დროს მის ურდოებს სკანდეს ციხესიმაგრე მიწასთან გაუსწორებიათ. საქართველოს მეფე [[ალექსანდრე I (დიდი)|ალექსანდრე დიდს]] (1412-1442) ციხე კვლავ აღუდგენია.
ხაზი 18:
XV საუკუნიდან კვლავ იზრდება სკანდეს ციხის მნიშვნელობა, მას ყურადღებას აქცევს ქართ-იმერეთის მეფე [[ბაგრატ VI (ქართლის მეფე)|ბაგრატ VI]] (1466-1478). იქ შენდება მეფის სასახლე და სკანდე ბაგრატის საზაფხულო რეზიდენციად იქცევა. კიდევ უფრო გაიზარდა ციხის მნიშვნელობა საქართველოს დაქუცმაცებისა და [[იმერეთის სამეფო]]ს ჩამოყალიბების შემდეგ. ვინც იმერეთის ხელში ჩაგდებას მოიწადინებდა, მას, უპირველეს ყოვლისა, სკანდეს ციხე უნდა აეღო, შემდეგ კი სხვა ციხესიმაგრების აღება აღარ უჭირდა.
 
სკანდეს შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის [[ამბროჯი კონტარინი]] წიგნში "მოგზაურობა„მოგზაურობა სპარსეთში"სპარსეთში“. იგი [[1474]]-[[1477]] წწ.წლებში იმყოფებოდა ირანის შაჰის კარზე, როგორც [[ვენეცია|ვენეციის]] რესპუბლიკის ელჩი. ამბროჯიოს ორჯერ მოუხდა [[საქართველო]]ში ყოფნა. პირველად, [[სპარსეთი]]საკენ მიმავალი, [[1474]] წლის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე იყო, [[შავი ზღვა|შავი ზღვით]] ეწვია [[ბათუმი|ბათუმს]], გაიარა საქართველო, მათ შორის სკანდეც და [[სომხითი (ტერიტორია)|სომხითის]] გავლით ირანში ჩავიდა. მეორედ, სამშობლოში უკან მომავალი, ის [[1475]] წლის ივნისიდან ოქტომბერში იყო საქართველოში.<ref>საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, გვ. 31</ref>
 
XVI საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში [[იმერეთის სამეფო]]ს სახლის წევრთა შორის დინასტიური ომი ატყდა. [[1583]] წელს გარდაიცვალა იმერეთის მეფე [[გიორგი II (იმერეთის მეფე)|გიორგი II]] (1565-1583) და ტახტზე ავიდა მისი 12 წლის შვილი [[ლევანი (იმერეთის მეფე)|ლევანი]] (1583-1590), რომლის ხელშიც სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად გადავიდა სკანდეს ციხეც, მაგრამ მისმა ბიძამ კონსტანტინემ სხვა ციხეებთან ერთად ააჯანყა სკანდეს ციხეც, რითაც დიდი უპირატესობის მოპოვება შესძლო. მან დაიკავა სკანდე, კაცხი და ზოგიერთი სხვა ციხესიმაგრე. კონსტანტინე თავს უკვე მეფედ თვლიდა, მაგრამ ლევანი დაუკავშირდა [[მამია IV დადიანი|მამია დადიანს]], იგი ჩაერია საქმეში და მისი დახმარებით კონსტანტინე დამარცხებულ იქნა.<ref>საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 140</ref>
ხაზი 25:
 
===ახალი ერა===
 
[[XVII საუკუნე]]ში სკანდეს ციხე კვლავ ინარჩუნებს იმერეთის ერთ-ერთი საიმედო საყრდენის სახელს. [[ალექსანდრე III (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე III-ის]] მეფობა (1639-1660) იმერეთის დასუსტების ხანაა. [[სამეგრელო]]ს მთავარი [[ლევან II დადიანი|ლევან დადიანი]] მრავალგზის არბევს და ძარცვავს იმერეთს. [[1646]] წლის ლაშქრობის დროს მან გადაწვა სკანდე.
 
Line 32 ⟶ 31:
კახეთის მეფე [[თეიმურაზ I]] (1606-1648) ვერ ურიგდებოდა მაჰმადიანი [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ ხანის]] (1633-1658) ბატონობას ქართლში, [[1648]] წელს მასთან ბრძოლაში თეიმურაზი დამარცხდა. ამიერიდან თეიმურაზმა დატოვა აღმოსავლეთ საქართველო და დარჩენილი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სკანდეს ციხეში გაატარა.
 
[[XVIII საუკუნე]]ში სკანდეს ციხესიმაგრეს კვლავ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმერეთის მეფეებისათვის, როგორც [[ვახუშტი ბაგრატიონი]] წერდა, ამ პერიოდში კვლავაა მეფის სასახლე: {{ციტატა|არს მთის კალთას, სკანდას, სასახლე მეფეთა და ციხე დიდი, დიდშენი.<ref>ვახუშტი ბაგრატიონი, "აღწერა„აღწერა სამეფოისა საქართველოისა"საქართველოისა“, თსუ-ს გამომცემლობა, თბ., 1941 წ. გვ. 154</ref>}}
 
ციხის მნიშვნელობა იზრდება [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] (1752-1784) მეფობის პერიოდში. იგი აქტიურად შეუდგა ციხესიმაგრეების რესტავრაცია-შეკეთებას, გაიზარდა სკანდეს ციხის სტრატეგიული როლი ქვეყვნის დაცვის საქმეში. სოლომონ მეფემ [[1765]] წელს ტახტი დაკარგა, მაგრამ 3 წლის შემდეგ სკანდეს ციხესთან გამართულ ბრძოლაში გამარჯვებით მოახერხა მისი დაბრუნება. მეფე სკანდეს ციხეში ხშირად ხვდებოდა უცხოელ დიპლომატებს.
Line 39 ⟶ 38:
 
==ლიტერატურა==
*გოჩა საითიძე, სკანდეს ციხე, ძეგლის მეგობარი, 1, გვ. 54-61, თბ. 1990 წ. გვ. 54-61
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკანდის_ციხე“-დან