ბეს ტრუმენი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
[[1910]] წელს [[ჰარი ტრუმენი]] მამას ეხმარებოდა გრანდვიუს ახლოს მდებარე ფერმაში, როდესაც ხელახლა შეხვდა ბესს. მალევე ამის შემდეგ ჰარიმ გააცნო თავისი გეგმები მასთან დაკავშირებით, მაგრამ ბესმა სთხოვა არ დაეჩქარებინა რადგან თვლიდა, რომ დედას უნდა დახმარებოდა დიდი სახლის საქმეებში, სადაც მარგარეტი თავის ოთხ შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყებამდე ეცოტა ხნით ადრე ჰარიმ კვლავ სთხოვა ხელი და ბესი დათანხმდა. თუმცა ომმა შეაფერხა მათი ქორწილი და გადადო იგი 4 წლით, სანამ ლეიტენანტი ტრუმენი ომიდან არ დაბრუნდა. ბესი და ჰარი დაქორწინდნენ [[1919]] წლის ივნისში ინდენპენდენსის სამების სახელობის ეპისკოპალურ ეკლესიაში. ახალგაზრდები დასახლდნენ ბესის მშობლიურ სახლში. აქვე დაიბადა მათი ერთადერთი შვილი მერი მარგარეტი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბესმა ძმებისაგან გამოისყიდა სახლი და იგი ტრუმენების საოჯახო რეზიდენციად იქცა.
 
ჰარის პოლიტიკური კარიერის დაწყების მომენტში ოჯახი ცხოვრობდა უელესების ოჯახში ინდეპენდენსში. [[1922]] წელს ქალაქის მერის წყალობით ჰარი ტრუმენი დანიშნეს ჯექსონის ოლქის აღმოსავლეთი ნაწილის მოსამართლედ. შემდეგ იგი ამ თანამდებობაზე ორჯერ აირჩიეს [[1926]] და [[1930]] წლებში. [[1934]] წელს ჰარი აირჩიეს სენატის წევრად [[მისურის შტატი]]დან. ბესი არ ინტერესდებოდა პოლიტიკით, თუმცა იგი თან ახლდა მეუღლეს ყველაგან, რადგან ეს მისი მოვალეობა იყო.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ბესი და მერი მარგარეტი ვაშინგტონში ცხოვრობდნენ. ამ პერიოდში ბესი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში იწყებს სწავლას. [[1944]] წელს [[ფრანკლინ დელანო რუზველტი]] მის მეუღლეს შეარჩევს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. [[1945]] წლის 20 იანვარს ჰარი ტრუმენი ოფიციალურად ხდება ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ბესი აშშ-ის მეორე ლედი. ბესი ქმრის ამ თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგი იყო, რადგან ხედავდა რომ რუზველტი ავადმყოფობდა დამის მეუღლეს მოუწევდა პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება, რაც ძირფესვიანად შეცვლიდა მის ცხოვრებას. გარდა ამისა ბესი თვლიდა რომ [[თეთრი სახლი]] მერი მარგარეტისათვის არ იყო სასურველი ადგილი. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა სულ დღე ეკავა და რუზველტის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. შესაბამისად ბესო პირველი ლედი გახდა.
 
ბესი უარს ამბობდა პრეს-კონფერენციებზე და ამის გამო მიიღო მეტსახელი „უკომენტარო ბესი“. ბესი აქტიურად მონაწილეობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციის საქმიანობაში. [[1952]] წელს ტრუმენმა კანდიდატურა არ დააყენა საპრეზიდენტო არჩევნებზე და [[1953]] წელს წყვილი დაბრუნდა ინდეპენდენსში.
 
ჰარი ტრუმენი დაიღუპა [[1972]] წელს, ხოლო ბეს ტრუმენი [[1982]] წლის 18 ოქტომბერს გულის შეტევის შედეგად. ტრუმენების წყვილი დაკრძალულია ინდეპენდენსში, [[მისურის შტატი]].
 
==ლიტერატურა==