საღამოს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''საღამოს ეკლესია''' — [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი]] ძეგლი [[საქართველო]]ში, [[სამცხე-ჯავახეთშიჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთის მხარის]], [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]], [[საღამოს ტბა|საღამოს ტბის]] გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1996 [[მეტრი|მეტრზე]] მდებარეობს.
 
==ისტორია==
სოფელში დგას სამი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - სამი ეკლესია. მათგან ყველაზე გამორჩეული და ადრინდელია [[X საუკუნე|X საუკუნის]] მოზრდილი დარბაზული ეკლესია, მისი შესასვლელი მოწყობილია შედარებით მოგვიანო ხანის სამხრეთის მინაშენიდან, რომლის ერთი მხარე შუა სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნაგებობა თავდაპირველად კამარით იყო გადახურული, ახლა ხის ბრტყელი სახურავი აქვს. კედლები შემოსილია კარგად გათლილი, სწორად ნაწყობი კვადრებით, ხოლო კარ–სარკმელთა სათაურები შემკულია ოსტატურად შესრულებული ჩუქურთმებით, სიუჟეტური სტელებისა და ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებით.
 
სამხრეთ ბალავერზე ჩუქურთმიანი კამარის მარცხნივ გამოქანდაკებულია სამღვდელმთავრო კვერთხი, მარჯვნივ ხელი, რომელსაც ჯვარი უჭირავს. ხელის ცერი კი რამდენჯერმეა განშტოებული. ეკლესიის ეზოში უამრავი, ქაოსურად მიყრილი ძველი საფლავის ქვებია.