ბეს ტრუმენი: განსხვავება გადახედვებს შორის

No edit summary
 
==ბიოგრაფია==
ელიზაბეთ ვირჯინია ტრუმენი დაიბადა [[1885]] წლის 13 თებერვალს [[მისურის შტატი]]ს ქალაქ ინდენპენდენსში, დევიდ უილოკ უოლესისა და მარგარეტ ელიზაბეთ გეიტსის ოჯახში. ოჯახში მას უწოდებდნენ ბესს, რაც ცხოვრების ბოლომდე შემორჩა. ბესი იყო უფროსი შვილი და ერთადერთი გოგონა მარგარეტისა და დეივიდის ოთხშვილიან ოჯახში. ბესის მამა იყო რამდენიმე პოლიტიკური ოფისის მფლობელი ჯექსონის ოლქში.
 
ბესმა [[ჰარი ტრუმენი]] გაიცნო პრესვიტერიანულ საკვირაო სკოლაში [[1890]] წელს, როდესაც მისი ოჯახი ახალი გადასული იყო ინდეპენდენსში. ჰარის ცისფერთვალება და ოქროსფერთმიანი ბესი პირველივე დანახვაზე მოეწონა. [[1900]] წლამდე ბესი და ჰარი ერთმანეთს ყოველდღე ნახულობდნენ. [[1903]] წელს ბესის მამა თავი მოიკლა საკუთარ ოთახში, თუ რამ მიიყვანა დეივიდი ამ ნაბიჯამდე უცნობია, მაგრამ დადიოდა ხმები, რომ იგი დეპრესიაში იყო და ჰქონდა ბევრი ვალი. მამის დასაფლავების შემდეგ მთელი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კოლორადო-სპრინგსში, სადაც ცხოვრობდნენ მარგარეტის მშობლები. [[1905]] წელს ბესი შევიდა მის ბარსოტუს ქალთა სკოლაში [[კანზას-სიტი|კანზას-სიტში]]. [[1906]] წელს სკოლის დასრულების შემდეგ ბესი დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქ ინდენპენდესს.
 
[[1910]] წელს [[ჰარი ტრუმენი]] მამას ეხმარებოდა გრანდვიუს ახლოს მდებარე ფერმაში, როდესაც ხელახლა შეხვდა ბესს. მალევე ამის შემდეგ ჰარიმ გააცნო თავისი გეგმები მასთან დაკავშირებით, მაგრამ ბესმა სთხოვა არ დაეჩქარებინა რადგან თვლიდა, რომ დედას უნდა დახმარებოდა დიდი სახლის საქმეებში, სადაც მარგარეტი თავის ოთხ შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყებამდე ეცოტა ხნით ადრე ჰარიმ კვლავ სთხოვა ხელი და ბესი დათანხმდა. თუმცა ომმა შეაფერხა მათი ქორწილი და გადადო იგი 4 წლით, სანამ ლეიტენანტი ტრუმენი ომიდან არ დაბრუნდა. ბესი და ჰარი დაქორწინდნენ [[1919]] წლის ივნისში ინდენპენდენსის სამების სახელობის ეპისკოპალურ ეკლესიაში. ახალგაზრდები დასახლდნენ ბესის მშობლიურ სახლში. აქვე დაიბადა მათი ერთადერთი შვილი მერი მარგარეტი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბესმა ძმებისაგან გამოისყიდა სახლი და იგი ტრუმენების საოჯახო რეზიდენციად იქცა.
 
==ლიტერატურა==