როდოპოლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''როდოპოლისი''', ისტორიული [[ქალაქი]] დასავლეთ საქართველოში. [[ნაქალაქარი (არქეოლოგია)|ნაქალაქარი]] შემორჩენილია [[იმერეთის მხარე|იმერეთის მხარის]] [[ბაღდათის მუნიციპალიტეტი|ბაღდათის მუნიციპალიტეტში]] თანამედროვე სოფელ [[ვარციხე|ვარციხის]] ახლოს, [[ქუთაისი]]დან 17 [[კილომეტრი|კმ.]], [[ბაღდათი]]დან 15 კმ. [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
==ისტორია==
ახლანდელი [[ვარციხე|ვარციხის]] ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა [[ეგრისის სამეფო]]ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში ''[[როდოპოლისი]]'', ქართულ წყაროებში ''ვარციხე'', ''ვარდციხე''). ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა
 
პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. [[პროკოპი კესარიელი]] მას [[ეგრისის სამეფო]]ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქად მიიჩნევდა.<ref>Procope, De Bello Gothico გვ. 527</ref> [[ეგრისის დიდი ომი]]ს დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. 549 წელს სპარსელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია, ხოლო ომის შემდეგ კვლავ აღადგინეს. IX-XI სს-შისაუკუნეებში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.
 
[[იმერეთის სამეფოს რუკა (1737)|იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკის]] მიხედვით ვარდციხეში აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა იმერეთის მეფე [[ალექსანდრე V]]-მ. მანვე ააშენებინა მცირე ზომის, გალავანშემოვლებული, გეგმით ოთხკუთხა ეკლესია. [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს მიხედვით: „ერისთავებმა მოსწვეს სასახლე ალექსანდრესი ვარციხეს“. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის ომის]] დროს, 1769 წელს [[გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი|გენერალმა ტოტლებენმა]] მისი გალავანი რამდენიმე ადგილზე გამოანგრევინა, რათა იქ ოსმალებისთვის იქ გამაგრების საშუალება არ მიეცა.
ხაზი 13:
==არქეოლოგიური გათხრები==
 
ვარციხის ტერიტორიაზე [[1968]] წლიდან დაიწყო დაზვერვითი სამუშაოები. 1972 წლიდან კი ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე). გამოვლინდა IV-VI სს. კოშკებიანი გალავნით გარშემორტყმული ციხე-ქალაქის კომპლექსის დიდი ნაწილი. ამ ხანაში ციხე-ქალაქი მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი იყო. ამ დროის არქეოლოგიური მასალა (ძირითადად კერამიკა და მინა) ეგრისის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მიუთითებს. აღმოჩენილი წითელლაქიანი [[კერამიკა]] და ამფორები აქ [[რიონი|რიონ]]-ფასისის გზით უნდა მოხვედრილიყო. ეს გზა, რომელიც [[ანტიკური ხანა|ანტიკურ ხანაში]] იყო ცნობილი, ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე ინარჩუნებდა მნიშვნელობას. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ქალაქ [[არტაშატი]]დან სებასტოპოლისაკენ მიმავლ გზას, რომელიც [[ზეკარი|ზეკარზე]], [[ხანისწყალი|ხანისწყლის]] ხეობასა და ვარციხეზე გადიოდა. გათხრების შედეგად გამოვლინდა აგრეთვე ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც ვარციხის შემდეგი აღმავლობის ხანას (IX-XIIX–XI სს.) განეკუთვნება. ამ დროის ცხოვრების კვალი მოიცავს IV-VI სს. ციხე-ქალაქის მთელ ტერიტორიას. მოპოვებული მასალიდან საყურადღებოა IX-X სს. მოჭიქული კერამიკა.
 
ვარციხიდან 800 [[მეტრი]]ს მოშორებით, [[მდინარე]] [[რიონი]]ს მარცხენა ნაპირას გაითხარა ნამოსახლარი გორა, რომელიც ხელოვნური თხრილით იყო გამაგრებული. აღმოჩნდა ადრინდელი ანტიკური ხანის რიყის ქვითა და კირქვით ნაგები, ხანძრით განადგურებული შენობების ნაშთები. ანტიკური ხანის კულტურული ფენები ვრცელდება სამოსახლოს ირგვლივ. აღმოჩენილია ადგილობრივი და იმპორტული (შავლაქიანი ჭურჭელი, ამფორები) კერამიკა. გაითხარა ძვ. წ. IV-III სს.საუკუნეებში სამარხი, რომელშიც გამოვლინდა [[ბრინჯაო]]ს სამაჯურები, მინისებრი პასტის მძივები, წითლად გამომწვარი დოქი და ე. წ. [[კოლხური თეთრი]].
 
მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე დაზვერვებით გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების ვარციხის თანადროულ სამოსახლოთა ნაშთები.
 
==ლიტერატურა==
* {{ქსე|8|420}}
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როდოპოლისი“-დან