ილარიონ ქართველი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
 
ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა [[პალესტინა]] ([[იერუსალიმი]], [[თაბორი]], [[გოლგოთა]], [[ბეთლემი]], [[იორდანიის უდაბნო]], [[საბაწმინდის ლავრა]]), ბითინია (ოლიმპი), რომი ბიზანტია ([[კონსტანტინოპოლი]], [[თესალონიკე]]), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ილარიონ ქართველის სახელზე თხზულებების მთელი ციკლია შექმნილი — ცხოვრებები და საგალობლები, სადაც ილარიონ ქართველი წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესის და კანონის დამდები. დაკრძალულია [[კონსტანტინოპოლი]]ს მახლობლად [[ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერი|ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში]].
 
==ტროპარი==
{{ციტატა| მადლი ჰპოვა სოფელმან შობითა შენითა, ღირსო, და იხარებს ერი ქართველთა მის შორის აღმოცენებისა შენისათვის, რამეთუ ხედვენ შორის მადლსა საღმრთოსა მქონებელად, რომელმან ანგელოზებრ უხორცო აჩუენე ცხორებაჲ, და სასწაულთა მოქმედებითა შეიმკუე მოღუაწეთა შუენიერებაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.}}
 
==კონდაკი==
{{ციტატა| სიყრმით შენითგან ღირსო, იწყე აღმოსლვად ხარისხთა სათნოებისათა, და სოფლისა დამტევებელმან არად შერაცხენ სიმდიდრენი მისნი, რომელი აღყუავდი სახლსა შინა ღმრთისასა მსგავსად ფინიკთასა, ილარიონ სამ-გზის სანატრელო, ვინა ყოველნი ერნი ქართველთანი პატივით გაქებთ, ვითარცა მამასა და მეოხსა ჩუენსა.}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
==ლიტერატურა==
*''დოლაქიძე მ.'', ქსე, ტ. 5, გვ. 105, თბ., 1980