ილარიონ ქართველი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხმარებლის 95.104.71.103 ცვლილებების გაუქმება (№3466763))
იარლიყი: გაუქმება
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა კახეთში, კახელი აზნაურის შვილი იყო, შესაძლოა [[დონაურები|დონაურთა]] გვარიდან.<ref>[http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000485/ ილარიონ ქართველი]</ref> ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.
 
თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის [[საქართველო|საქართველოში]] სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის 3 ძეგლთან, ესენია ფერისცვალების ეკლესია [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის]] ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და [[აკურის მამადავითის დედათა მონასტერი]].