მარია კლეველი (1553-1574): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 20:
მარია დაიბადა 1553 წელს საფრანგეთში. იგი იყო წარმოშობით გერმანელი დიდგვაროვნის, ნევერის გრაფ ფრანსუა I-ისა და მისი ცოლის, ნავარის მეფე [[ანტუან დე ბურბონი|ანტუან დე ბურბონის]] უფროსი დის, მარგარიტა დე ბურბონ-ვენდომელის შუათანა ქალიშვილი.
მისი უფროსი დები იყვნენ [[
მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ბიცოლასთან, ნავარის დედოფალ [[ჟანა დ'ალბრე|ჟანა დ'ალბრესთან]], რომლის გავლენითაც მარია ღრმა ბავშვობიდანვე ჰუგენოტი გახდა. 1572 წლის 10 აგვისტოს იგი ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, კონდეს პრინც [[ანრი I (კონდეს პრინცი)|ანრი I]]-ს. ანრის მამა, კონდეს პრინცი [[ლუი I (კონდეს პრინცი)|ლუი I]] და მარიას დედა, ნევერის ჰერცოგინია მარგარიტა ღვიძლი და-ძმა იყვნენ. ანრისა და მარიას ქორწინებიდან სულ ორ კვირაში, 1572 წლის 24 აგვისტოს დედა-დედოფალ [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]] თაოსნობით პარიზში ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოეწყო, რაც ცნობილია "[[წმინდა ბართლომეს ღამე|წმინდა ბართლომეს ღამის]]" სახელით. ამ დროს თავის გადარჩენის მიზნით მარიამ და მისმა ქმარმა კათოლიციზმი დაუყოვნებლივ მიიღეს.
|