მარია კლეველი (1553-1574): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = მარია კლეველი |სურათი = Marie-decleves.jpg |...
 
No edit summary
ხაზი 20:
მარია დაიბადა 1553 წელს საფრანგეთში. იგი იყო წარმოშობით გერმანელი დიდგვაროვნის, ნევერის გრაფ ფრანსუა I-ისა და მისი ცოლის, ნავარის მეფე [[ანტუან დე ბურბონი|ანტუან დე ბურბონის]] უფროსი დის, მარგარიტა დე ბურბონ-ვენდომელის შუათანა ქალიშვილი.
 
მისი უფროსი დები იყვნენ [[ანრიეტა კლეველინევერელი]] (ნევერის ჰერცოგინია) და [[კატრინ კლეველი]] (გიზის ჰერცოგინია). მარიას საფრანგეთისა და ნავარის მეფე [[ანრი IV]] ღვიძლ ბიძაშვილად ერგებოდა, ხოლო ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი [[ანა კლეველი (ინგლისი)|ანა კლეველი]] ([[ჰენრი VIII]]-ის მეოთხე ცოლი) მისი მეორე თაობის ბიძაშვილი იყო. მისი სიძეები კი იყვნენ [[ანრი I დე გიზი]] და [[ლუიჯი გონძაგა]].
 
მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ბიცოლასთან, ნავარის დედოფალ [[ჟანა დ'ალბრე|ჟანა დ'ალბრესთან]], რომლის გავლენითაც მარია ღრმა ბავშვობიდანვე ჰუგენოტი გახდა. 1572 წლის 10 აგვისტოს იგი ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, კონდეს პრინც [[ანრი I (კონდეს პრინცი)|ანრი I]]-ს. ანრის მამა, კონდეს პრინცი [[ლუი I (კონდეს პრინცი)|ლუი I]] და მარიას დედა, ნევერის ჰერცოგინია მარგარიტა ღვიძლი და-ძმა იყვნენ. ანრისა და მარიას ქორწინებიდან სულ ორ კვირაში, 1572 წლის 24 აგვისტოს დედა-დედოფალ [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]] თაოსნობით პარიზში ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოეწყო, რაც ცნობილია "[[წმინდა ბართლომეს ღამე|წმინდა ბართლომეს ღამის]]" სახელით. ამ დროს თავის გადარჩენის მიზნით მარიამ და მისმა ქმარმა კათოლიციზმი დაუყოვნებლივ მიიღეს.