ოზურგეთის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 39:
ქუთაისის გუბერნიაში ბატონყმობის გაუქმება გამოცხადდა 1865 წლის 13 ოქტომბერს. განსხვავებით თბილისის გუბერნიისგან, აქ მემამულეებმა გლეხებს წაართვეს არამხოლოდ მათ სარგებლობაში არსებული, არამედ მემკვიდრეობით მიღებული და ახალშეძენილი მიწებიც. ოზურგეთის მაზრაში მიწის მთელი ფონდი მებატონეთა და ხაზინის საკუთრებას წამოადგენდა. გლეხის მამულის ოდენობა 900 კვადრატულ საჟენს არ აღემატებოდა. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გურიის ყველა სასოფლო საზოგადოებაში გაიხსნა სკოლა. სკოლებში სწავლების ხარისხი მაღალი არ იყო, მასწავლებლებად ძირითადად სოფლის კანცელარიის მწერლები იყვნენ.
 
[[1877]]-[[1878]] წლებში გურიაში გადიოდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის ომის]] ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. ომის დროს მთელ საქართველოში რუსის ჯარის დასახმარებლად დიდი მოძრაობა და ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გაჩაღდა. 1876 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრის მცხოვრებთაგან შემდგარი მოხალისეთა მილიცია. ნაცვლად გაწვეული ათასი ადამიანისა, შეიკრიბა სამი ათასი მოხალისე. გენერალი კოლუბიაკინი იტყობინებოდა, რომ გურიის მილიცია ომში მუდამ წინ იყო და საკუთარ მხრებზე გადაიტანა ომის მთელი სიმძიმე.<ref>საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი V, გვ. 449 — 1970 წ.</ref>ცნობილია 16 ლიხაურელი გლეხი, რომლებიც მოხალისეებად ჩაეწერნენ მილიციაში და 1877 წლის 23 ოქტომბერს, [[ბათუმი]]ს მიმართულებით შეტევის დროს დაიღუპნენ. გურულები მონაწილეობდნენ ბრძოლებში ციხისძირის, ქობულეთის, ჩაქვის, არდაგანისა და ყარსის მიდამოებში. ბევრი გურული მილიციაში არამხოლოდ პატრიოტული მოსაზრების გამო ეწერებოდა, არამედ იმიტომაც, რომ მილიციის წევრობა იძლეოდა უპირატესობებს. მილიციის წევრი დაცული იყო პრისტავის თვითნებობისგან, არ იხდიდა გზის საერთო ბეგარას.
 
ომის დასრულების შემდეგ მთავრობამ მიუხედავად დაპირებისა, არ დაშალა მილიციის რაზმი, რის გამოც მრავალი ოჯახი მუშახელის გარეშე დარჩა. შეიარაღებული გლეხობა კი პოტენციურ დამნაშავეებაად იქცა. XIX საუკუნის 80-90-იან წლებში ფართოდ გავრცელდა [[აბრაგი|ფირალობა]]. ცნობილი ფირალები იყვნენ [[ნიკოლოზ მეხუზლა]], [[სისონა დარჩია]], [[დათულია სურგულაძე]] ([[მაკვანეთი]]დან), [[გოგია ლომჯარია]] ([[წითელმთა|წითელმთიდან]]), [[დათა მიქელაიშვილი]] ([[მელექედური]]დან). 1880 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც პოლიციამ ვერაფერი გააწყო, ფირალებთან საბრძოლველად გაიგზავნა „მესამე ქვეითი გურიის დრუჟინის სოტნა“, რომელიც ცოტა ხანს ოზურგეთში გაჩერდა, შემდეგ კი ჯარისკაცები იმ სოფლებში ჩააყენა, სადაც ფირალები იყვნენ. ამ საშუალებით რამდენიმე ტყეში გავარდნილიც შემოირიგეს და ოთხი თვის განმავლობაში მაზრაში სიმშვიდემაც დაისადგურა, მაგრამ სიმშვიდე მალევე დაირღვა. 1882 წელს დაძაბული ვითარების გამო გურია გბერნატორმა შემოიარა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ ფირალების მფარველი სასტიკად დაისჯებოდა. ამან შედეგი გამოიღო, გუბერნატორს რამდენიმე ფირალი გადასცეს, ხოლო ორი ფირალი მოკლეს. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, ფირალების რიცხვი შემცირების ნაცვლად, იზრდებოდა. 1882 წელს მთავარმმართებელმა დონდუკოვ-კორსაკოვმა ოზურგეთის უეზდი ადმინისტრაციული და პოლიციური კუთხით ჩამოაშორა ქუთაისის გუბერნიას და ბათუმის სამხედრო გუბერნატორს განკარგულებაში გადასცა. წესრიგის აღსადგენად მაზრაში გაიგზავნა სამეხდრო გუბერნატორის განკარგულებაში მყოფი ხოპერის კაზაკთა პოლკის ორი ასეული, ხოლო ქობულეთში — ერთი ბატალიონი. ამგვარად, ფირალობის განვითარებამ გურიაში გამოიწვია სოფლებში ჯარის ჩაყენება, ეგზეკუციის გამოყენება, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, უფრო შეავიწროვა და ეკონომიკურად დასცა. მთავრობის მიერ გატარებულმა სასტიკმა ზომებმა დროებით შეანელა ფირალობის აღმავლობა, მაგრამ 1888 წლიდან ფირალობა ისევ ძლიერი ტემპით განვითარდა. გურია გადაიქცა ფირალების სათარეშო ასპარეზად და მთავრობის საექსპერიმენტო ადგილად. 1887 წლიდან დააწესეს ხევისთავების ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებდა და მალევე გადააგდეს. იმავე წლიდან შემოიღეს სალდათად გაყვანა, და სათემო დარაჯობა. ამ ზომებმა ფირალობა ვერ შეაჩერა, სამაგიეროდ ხალხი უფრო შეაწუხა.