მესალინა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
[[ფაილი:Messalinaandbritannicus.jpg|მინი|მესალინა და მისი ვაჟი ბრიტანიკუსი (ლუვრი, პარიზი)]]
[[ფაილი:Fernand Lematte La mort de Messaline.JPG|მინი|მესალინას სიკვდილი (მხატვარი: ფერნარდ ლემატი, 1870) ]]
მესალინა იყო კონსულ მარკუს ვალერიუს მესალა ბარბატუსისა და მისი ბიძაშვილის, დორმიცია ლეპიდა უმცროსის ქალიშვილი. როგორც დედის, ისე მამის მხრიდან მესალინა იყო [[ავგუსტუსი]]ს დის ოქტავიას შთამომავალი. ასევე ენათესავებოდა [[კალიგულა]]ს, კლავდიუსს და [[ნერონი|ნერონს]]. კლავდიუსს ის ცოლად 18-20 წლის ასაკში, 38 წელს გაჰყვა. ქორწინებამდე მესალინას შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. კლავდიუსს და მესალინას ორი შვილი ჰყავდათ: ქალიშვილი კლავდია ოქტავია (39/40–62), იმპერატორ ნერონის მომავალი მეუღლე, და ვაჟიშვილი [[ბრიტანიკუსი]] (41–51).<ref name="Ancient">Wasson, D. L. (2013, July 16).[https://www.ancient.eu/Valeria_Messalina/ Valeria Messalina]. ''Ancient History Encyclopedia''. ნანახია 19 თებერვალი, 2020.</ref>
[[41]] წელს კალიგულას მკვლელობის შემდეგ [[პრეტორიანელები|პრეტორიანელებმა]] კლავდიუსი ახალ იმპერატორად გამოაცხადეს; მესალინა რომის დედოფალი გახდა. რომაელი ისტორიკოსები, განსაკუთრებით [[პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი|ტაციტუსი]] და [[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსი]], მესალინას აღწერენ, როგორც დაუნდობელ და ვერაგ, გარყვნილ ქალს, რომელსაც კლავდიუსზე დიდი გავლენა ჰქონდა. ძალაუფლებისადმი სწრაფვის, სიმდიდრისა და დაუკოებელი სქესობრივი ჟინის დაკმაყოფილების საქმეში მესალინამ თავის მოკავშირეებად კლავდიუსის მონაყოფილი კარისკაცები გაიხადა. დედოფალი სარგებლობდა კლავდიუსის მალემრწმენობით და იოლად აჯერებდა იმპერატორს, რომ მისთვის არასასურველი პირები ღალატის ბრალდებით სიკვდილით დაესაჯა. ამ გზით მოაკვლევინა მესალინამ [[42]] წელს საკუთარი მამობილი, სენატორი აპიუს სილანუსი, რომელმაც, საისტორიო ტრადიციის მიხედვით, მესალინას მისდამი ლტოლვა არ გაიზიარა. მომდევნო წლებში იგივე ბედი ეწია სენატორმა ვალერიუს აზიატიკუსს, რომლის მდიდრულ ვილაზე ლუკულუსის ბაღებში მესალინას ეჭირა თვალი, და კონსულ მარკუს ვინიციუსს, რომელმაც, გადმოცემით, უარი უთხრა მესალინას სარეცელის გაზიარებაზე. მესალინას ინტრიგებს ემსხვერპლა ასევე იულია ლივია, კლავდიუსის ძმისშვილი და კალიგულას და, რომელსაც გარყვნილებასა და ინცესტში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს. მალევე, მესალინამ აიძულა მოკლული სენატორ აზიატიკუსის საყვარელი და დედოფლის საძულველი მეტოქე მსახიობ მნესტერის სიყვარულში, სილამაზით ცნობილი პოპეა საბინა უფროსი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.<ref name="Ancient"/>
|