კრისტალინა გეორგიევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
[[2010]] წლის 9 თებერვალს გეორგიევა დაინიშნა ევროკომისრად საერთაშორისო კოოპერაციისა და განვითარების საკითხებში. იგი კოორდინაციას უწევდა ჰუმანიტარულ დახმარებებს. მისი აქტიური მოღვაწეობის შედეგად ევროკავშირი გახდა [[ჰაიტი]]ს ჰუმანიტარული დახმარების ძირითდი მიმწოდებელი.
 
გეორგიევამ კოორდინაცია გაუწია ევროპის მხრიდან დახმარებას [[ჩილე]]ში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში. იგი [[საჰელი|საჰელში]] გაემგზავრა, რათა გაცნობოდა მოსახლეობაში საკვების უკმარისობის ხანგრძლივი პრობლემებით გამოწვეული შიმშილის მდგომარეობას; ჩავიდა [[დარფურის რეგიონი|დარფურში]], რათა ყურადღება მიექცია ამ რეგიონში „მივიწყებული“ [[დარფურის კონფლიქტი|კონფლიქტისათვის]]; გაემგზავრა [[ყირგიზეთი|ყირგიზეთში]] აქ მოულოდნელად წარმოქმნილი კრიზისის გამო.
 
გეორგიევამ თავისი მანდატი შეინარჩუნა იუნკერის კომისიაშიც<ref>{{cite web|url=http://ec.europa.eu/about/juncker-commission/structure/index_en.htm|title=The new structure of the Juncker Commission|publisher=ec.europa.eu|accessdate=2014-10-22|language=en}}</ref>. [[2014]] წელს გადადგა თანამდებობიდან რათა დაეკავებინა [[მსოფლიო ბანკი]]ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა<ref>{{cite news|title=Зампред Еврокомиссии Кристалина Георгиева станет исполнительным директором Всемирного банка|url=https://rns.online/finance/Zampred-Evrokomissii-Kristalina-Georgieva-vozglavit-Vsemirnii-bank-2016-10-28/|work=Rambler News Service|publisher=Rambler&Co|date=2016-10-28|accessdate=2017-11-13}}</ref>..