კრისტალინა გეორგიევა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
}}
'''კრისტალინა გეორგიევა''' ({{lang-bg|Кристалина Георгиева}}დ. [[13 აგვისტო]], [[1953]], [[სოფია]], [[ბულგარეთი]]) — [[ბულგარეთი|ბულგარელი]] ეკონომისტი, მსოფლიო ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ევროკომისარი ბულგარეთიდან. [[საერთაშორისო სავალუტო ფონდი]]ს მე-12 დირექტორ-განმკარგულებელი [[2019]] წლის 1 ოქტომბრიდან<ref>{{Cite web|url=https://www.mk.ru/economics/2019/09/25/glavoy-mvf-stala-kristalina-georgieva.html|title=Главой МВФ стала Кристалина Георгиева|publisher=www.mk.ru|lang=ru|accessdate=2019-09-25}}</ref>. [[მსოფლიო ბანკი]]ს ვიცე-პრეზიდენტი [[2008]] წლიდან [[2010]] წლამდე. სოფიის ეროვნული და მსოფლიო მეურნეობის უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის დოცენტი<ref name="docent">{{cite web | url = http://www.unwe.bg/bg/structure/render/249 | title = УНСС : Общоикономически факултет : Катедра Икономикс : Състав | accessdate = 2012-12-28 | publisher = УНСС | language = bg }}</ref> და სამეურვეო საბჭოს წევრი<ref name="nastunwe">{{cite web | url = http://www.unwe.bg/trustees | title = УНСС : Структура : Съвет на настоятелите | accessdate = 2012-12-28 | publisher = УНСС | language = bg }}</ref>.
 
ევროკომისრის თანამდებობაზე მუშაობს [[2010]] წლის თებერვლიდან, მისი ნომინირება მოახდინა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა [[ბოიკო ბორისოვი|ბოიკო ბორისოვმა]]. ამავე წლის 30 ნოემბერს იგი „წლის კომისრად“ და „წლის ევროპელად“ აღიარეს და მიიღო ელექტორნული ჟურნალის „European Voice“-ის ყოველწლიური პრემია<ref name="dn">[http://www.dnevnik.bg/evropa/novini_ot_es/2010/12/01/1002941_kristalina_georgieva_stana_komisar_na_godinata_i/ Кристалина Георгиева стана «Комисар на годината» и «Европеец на годината»], в. Дневник / dnevnik.bg, 1 декември 2010</ref>. მას აღნიშნული პრემია მიენიჭა [[ჰაიტი]]ში და [[პაკისტანი|პაკისტანში]] ჰუმანიტარული კატასტროფების დროს მოღვაწეობისათვის.
 
==ბიოგრაფია==
კრისტალინა გეორგიევა დაიბადა [[1953]] წლის 13 აგვისტოს [[სოფია]]ში<ref name="who">{{cite web|url=http://www.focus-fen.net/index.php?id=n207230 |title=Who is Kristalina Georgieva? |accessdate=19.01.2010 |date=19.01.2010 |publisher=FOCUS News Agency |language = en }}</ref><ref name="betterpf">{{cite web | url = http://www.mediapool.bg/show/?storyid=160881&srcpos=2 | title = Кристалина Георгиева би могла да се пребори и за по-престижен ресор | accessdate = 2010-01-19 | date = 2010-01-19 | publisher = Mediapool | language = bg }}</ref>. დედამისი იყო ქალაქ [[ლიუბიმეცი]]ს მკვიდრი, ხოლო მამამისი ქალაქ ელენას მცხოვრები რევოლუციონერის ივან კირშოვსკის შვილიშვილი. უმაღლესი განათლება მიიღო კარლ მარქსის ინსტიტუტში (ამჟამად სოფიის ეროვნული და მსოფლიო მეურნეობის უნივერსიტეტი), სადაც სწავლობდა პოლიტეკონომიასა და სოციოლოგიას. ინსტიტუტი დაამთავრა [[1976]] წელს. სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო [[1977]] წელს უნივერსიტეტში, სადაც მოგვიანებით გახდა დოცენტი. [[1986]] წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ეკოლოგიური პოლიტიკა და ეკნომიკური ზრდა აშშ-ში“<ref name="cv">{{cite web |url=http://ec.europa.eu/commission_designate_2009-2014/pdf/georgieva_en.pdf |title=Kristalina Georgieva - CV |accessdate=09.02.2010 |format=pdf |publisher=European Commmission |language=en |deadlink=yes |archiveurl=https://web.archive.org/web/20100215161426/http://ec.europa.eu/commission_designate_2009-2014/pdf/georgieva_en.pdf |archivedate=2010-02-15 }}</ref>. სწავლობდა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ([[1987]]-[[1988]] წწ.), [[ფიჯი]]ში მდებარე სამხრეთ წყნაროკენურ უნივერსიტეტში და ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში, სადაც მოისმინა ლექციები გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე<ref name="cv" />. [[მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი|მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში]] მიიღო დამატებითი სპეციალობა კორპორატიულ ფინანსებში და გაიარა სასწავლო პროგრამა ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში ადამიანური რესურსების საკითხებში<ref name="cv" />.
 
[[1993]] წელს მუშაობა დაიწყო [[მსოფლიო ბანკი|მსოფლიო ბანკში]]. [[2000]] წლიდან [[2004]] წლამდე იყო მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი. [[2004]]-[[2007]] წლებში ხელმძრვანელობდა განყოფილებას რუსეთის საკითხებზე, ხოლო [[2008]] წელს გახდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მდგრადი განვითარების საკითხებზე.
 
[[2010]] წლის 19 იანვარს ევროკომისიის პრეზიდენტის [[ჟოზე მანუელ ბაროზუ]]ს ოფისმა განაცხადა, რომ ბულგარეთის მთავრობამ ევროკომისრის კანდიდატურაზე წარადგინა კრისტალინა გეორგიევას კანდიდატურა.
 
[[2010]] წლის 3 თებერვალს [[ევროპის პარლამენტი]]ს განვითარების კომიტეტმა განიხილა კრისტალინას კანდიდატურა. კომიტეტის დასკვნით კრისტალინა გეორგიევამ გამოავლინა ღრმა ცოდნა მისთვის განკუთვნილი პორტფელის პასუხისმგებლობის შესახებ.
 
[[2010]] წლის 9 თებერვალს გეორგიევა დაინიშნა ევროკომისრად საერთაშორისო კოოპერაციისა და განვითარების საკითხებში. იგი კოორდინაციას უწევდა ჰუმანიტარულ დახმარებებს. მისი აქტიური მოღვაწეობის შედეგად ევროკავშირი გახდა [[ჰაიტი]]ს ჰუმანიტარული დახმარების ძირითდი მიმწოდებელი.
 
გეორგიევამ კოორდინაცია გაუწია ევროპის მხრიდან დახმარებას [[ჩილე]]ში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში. იგი [[საჰელი|საჰელში]] გაემგზავრა, რათა გაცნობოდა მოსახლეობაში საკვების უკმარისობის ხანგრძლივი პრობლემებით გამოწვეული შიმშილის მდგომარეობას; [[დარფურის რეგიონი|დარფურში]], რათა ყურადღება მიექცია ამ რეგიონში „მივიწყებული“ [[დარფურის კონფლიქტი|კონფლიქტისათვის]]; [[ყირგიზეთი|ყირგიზეთში]] აქ მოულოდნელად წარმოქმნილი კრიზისის გამო.
 
გეორგიევამ თავისი მანდატი შეინარჩუნა იუნკერის კომისიაშიც<ref>{{cite web|url=http://ec.europa.eu/about/juncker-commission/structure/index_en.htm|title=The new structure of the Juncker Commission|publisher=ec.europa.eu|accessdate=2014-10-22|language=en}}</ref>. [[2014]] წელს გადადგა თანამდებობიდან რათა დაეკავებინა [[მსოფლიო ბანკი]]ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა<ref>{{cite news|title=Зампред Еврокомиссии Кристалина Георгиева станет исполнительным директором Всемирного банка|url=https://rns.online/finance/Zampred-Evrokomissii-Kristalina-Georgieva-vozglavit-Vsemirnii-bank-2016-10-28/|work=Rambler News Service|publisher=Rambler&Co|date=2016-10-28|accessdate=2017-11-13}}</ref>..
 
[[2016]] წლის 28 სექტემბერს ბულგარეთის მთავრობამ კრისტალინა გეორგიევას კანდიდატურა წარადგინა [[გაერო]]ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე<ref>[http://www.dnes.bg/politika/2016/09/28/kabinetyt-izdigna-kristalina-georgieva-za-shef-na-oon.316886 Кабинетът издигна Кристалина Георгиева за шеф на ООН] {{ref-bg}}</ref>. 5 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე, რომელშიც პორტუგალიელმა [[ანტონიუ გუტერეში|ანტონიუ გუტერეშმა]] გაიმარჯვა გეორგიევამ დაიკავა მერვე ადგილი<ref>[http://www.economy.bg/bulgaria/view/25680/Kristalina-Georgieva-ostana-osma-sled-6-to-glasuvane-v-OON Георгиева остана осма] {{ref-bg}}</ref>.
 
==სქოლიო==