სენ-ჟან-დე-ლიუზი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სენ-ჟან-დე-ლიუზი''' (Saint-Jean-de-Luz) — ზღვისპირა კლიმატური კურორტი სა...
(განსხვავება არ არის)

18:26, 18 თებერვალი 2020-ის ვერსია

სენ-ჟან-დე-ლიუზი (Saint-Jean-de-Luz) — ზღვისპირა კლიმატური კურორტი საფრანგეთში (ატლანტური პირენეების დეპარტამენტი). მდებარეობს ბისკაის ყურის სანაპიროზე, ესპანეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბაიონიდან სამხრეთ-დასავლეთით. ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ფართო ქვიშის პლაჟი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სენ-ჟან-დე-ლიუზი განვითარებულიყო როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი. თელასოთერაპიის ცენტრი — „Hélianthal“. განვითარებულია ტურიზმი; ქალაქში არის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, მათ შორის — იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ხის პატრონიკეთი (XV–XVII სს.; მდიდრულად მორთული საკურთხეველი — დაახლ. 1669), XV–XVIII საუკუნეების ბასკური სახლები, მერია (XVII ს.); კურორტთან ახლოს არის ციხე-დარბაზი შატო-დ’ურტუბიე (XIV ს.-ის შუა ხანები). ქალაქ-კურორტისათვის დამახასიათებელია ბასკეთის არქიტექტურული სტილის მრავალრიცხოვანი სახლები. კაზინო. შემოგარენში მდებარეობს კურორტები სიბური (მორის რაველის სამშობლო), ბიარიცი და სხვ.