მწვანე მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Green Monastery.JPG|thumb|right|300px|მწვანე მონასტერი]]
 
'''მწვანე მონასტერი''' ან '''ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი''' — [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] მამათა მონასტერი [[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთის მხარის]] [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ჩითახევი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)|ჩითახევში]]<ref>http://novators.ge/dzeglebi.php?id=144</ref>. მეცნიერთა ნაწილის აზრით მონასტერი [[გრიგოლ ხანძთელი|წმ. გრიგოლ ხანძთელის]] მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია<ref>https://travelinborjomi.ge/ka/sights/16/mtsvane-monasteri</ref>. სამონასტრო კომპლექსში შედის [[ბაზილიკა|ბაზილიკის ტიპის ეკლესია]] და მოგვიანო [[სამრეკლო]]. ეკლესია მონასტრის დაარსების თანადროულია და IX საუკუნის შუახანებით თარიღდება. ის ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით და დეკორი თითქმის არ გააჩნია. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.
 
XVI საუკუნეში [[თამაზ I|შაჰ-თამაზის]] შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, [[2002]] წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.
 
[[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
==სქოლიო==
{{commonscat|The Green Monastery}}