გაგრის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
3 სექტემბერს, მოსკოვში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის რუსეთის პრეზიდენტ [[ბორის ელცინი]]ს შუამავლობით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. შეთანხმების მიხედვით, 5 სექტემბრის 12 საათიდან მხარეებს უნდა შეეწყვიტათ სამხედრო მოქმედებები და დაეწყოთ მოლაპარაკებები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა ქართული სამხედრო ნაწილების დისლოკაციის შეცვლას. <ref name="gmas.ge">[https://gmas.ge/2017/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/15437/ 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.]</ref>
 
1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზურმა მხარემ შეთანხმებასაქართველო დაარღვია დაშეთანხმების გაგრაზედაარღვევაში დაადანაშაულა და შეტევაშეტევაზე დაიწყოგადმოვიდა. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია "ავაზას" ქვედანაყოფმაც. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე დაბა [[კოლხიდა (დაბა)|კოლხიდას]] მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას [[შამილ ბასაევი]]ს [[კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია|კონფედერადთა ბატალიონი]] და [[კაზაკები]] შეადგენდნენ. რამდენიმე საათში აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს კოლხიდა დაეცა.
 
მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა და ქალაქ გაგრისკენ დაიძრა. ქართული ჯარი არაორგანიზებულად შეხვდა მტრის თავდასხმას. არ არსებობდა ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა, ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი. იმ დროს, როდესაც გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.
 
აფხაზებმა გააგრძელეს შეტევა და 5 ოქტომბერს განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს.
 
ექსპერტების შეფასებით, გაგრის აღებას აფხაზი სეპარატისტებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები და თუ აფხაზები რუსეთთან საზღვარს არ გახსნიდნენ, ისინი ბლოკადაში მოექცეოდნენ და ვერ მიიღებდნენ ლოჯისტიკურ დახმარებას რუსეთისგან.
 
==აგრეთვე იხილეთ==
* [[აფხაზეთის ომის სამხედრო-პოლიტიკური ქრონიკა (1992–1993)]]
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაგრის_ბრძოლა“-დან