ქართულ-ოსური კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 34:
1992 წლის დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის შეწყდა საბრძოლო მოქმედებები. ამასთანავე, შეიქმნა [[შერეული საკონტროლო კომისია]] (შსკ) - ოთხმხრივი ორგანო საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, “სამხრეთ ოსეთისა” და ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობითა და [[ეუთო|ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო)]] ჩართულობით. კომისიას დაევალა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულების მეთვალყურეობა, კონფლიქტის მოგვარების გზების შექმნა და განხორციელება, დიალოგის ხელშეწყობა, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკურ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. დოკუმენტის საფუძველზე ასევე შეიქმნა გაერთიანებული სამშვიდობო ძალები – ქართველების, რუსებისა და ოსების მონაწილეობით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მშვიდობის აღდგენა, წესრიგისა და სამართლიანობის შენარჩუნება კონფლიქტის ზონაში.
 
1993–2000 წლებში სიტუაციის დარეგულირებისა და მხარეებს შორის ურთიერობების აღდგენისა და გამყარების მიზნით მრავალი სხვადასხვა დონის შეხვედრა გაიმართა და არაერთ შეთანხმებასა და მემორანდუმს მოეწერა ხელი. მიუხედავად ამისა, ვითარება კვლავ დაძაბული იყო, არ სრულდებოდა მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებები, ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმებს, კრიმინოგენული სიტუაცია კი კონტროლს არ ექვემდებარებოდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი იყო [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძისა]] და [[(https://en.wikipedia.org/wiki/Lyudvig_Chibirov)|ლუდვიგ ჩიბიროვისჩიბიროვი]] გახშირებული შეხვედრები: 1996 წელს ვლადიკავკაზში, 1997 წელს ჯავაში, 1998 წელს ბორჯომში, რომელთა დროსაც ნათლად გამოჩნდა პოზიტიური დინამიკა. მხარეები საუბრობდნენ ისეთ მნიშნველოვან საკითხებზე, როგორიცაა დევნილთა დაბრუნება, რეგიონის ეკონომიკურ განვითარება, კონფლიქტის ზონაში მყოფი მოსახლეობის უსაფრთხოების ერთობლივი დაცვა და ა.შ.
 
1996 წელს გაიხსნა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც თავდაპირველად ქართული მხარის მიერ ხალხის დაახლოებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმად აღიქმებოდა. ქართულ–ოსური ურთიერთობების ნეგატიური შემობრუნება დაიწყო მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთში დე–ფაქტო პრეზიდენტად [[ედუარდ კოკოითი]] აირჩიეს. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ოფიციალურმა განცხადებამ [[ნატო|ნატოში]] გაწევრიანების თაობაზე.
 
===ვარდების რევოლუცია===
 
2003 წლის ნოემბერში საქართველოში განხორციელდა ხელისუფლების ცვლილება, რომელიც ისტორიაში [[ვარდების რევოლუცია|,,ვარდების რევოლუციის“]] სახელით შევიდა. რევოლუციამ [[მიხეილ სააკაშვილი]] და მისი [[ნაციონალური მოძრაობა]] უკონკურენტო ლიდერებად აქცია. 2004 წლის 4 იანვარს ფაქტიურად უკონკურენტო საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი. ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ მთავარ მიზნად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაისახა. სააკაშვილის საწყისი ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა - ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოახერხა და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა აჭარა.
 
 
ვარდების რევოლუციისა და [[აჭარის კრიზისი (2004)|აჭარის მოვლენების]] შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის მიმართულებით დაიწყო მოქმედება. მის მთავარ სამიზნეს ედუარდ კოკოითის რეჟიმი წარმოადგენდა, რომელიც კონტრაბანდით საზრდოობდა და ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობითაც არ სარგებლობდა. ერგნეთის ბაზრობის ირგვლივ არსებული ვითარება საგანგაშო და საქართველოს უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკების შემცველი იყო. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ დაიხურა შავი ბაზარი, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქციები ოსური მხარისაგან. ივლისის ბოლოს დაიწყო დაპირისპირება ქართულ სამშვიდობო ძალებსა და ოს პოლიციელებს შორის, რომელთაც ასევე ეხმარებოდნენ შტატგარეშე სამხედროები რუსეთიდან.