ულმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა დასახლება
|სტატუსი = ქალაქი}}
'''ულმი''', ({{lang-de|Ulm}}) — ქალაქი [[გერმანია]]ში, [[ბადენ-ვიურტემბერგი]]ს მხარეში. ნავსადგური მდინარე [[დუნაი]]ზე. მდინარეების [[ბლაუ]]სა და [[ილერი]]ს შესართავის მახლობლად. 119.940 ათ. მცხოვრები (2004). მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. საერთო და სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა, რადიოტექნიკის, საფეიქრო, სამკერვალო, ქაღალდის მრეწველობა. მუზეუმები.
 
ცნობილია 854-იდან. შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. XII საუკუნეში მიიღო თავისუფალი საიმპერიო ქალაქის უფლება. XVI საუკუნეში [[რეფორმაცია|რეფორმაციის]] ერთ-ერთი ცენტრია. [[ოცდაათწლიანი ომი 1618-1648|ოცდაათწლიანი ომის 1618-1648]] შემდეგ მისი ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. ხუროთმოძღვრული ძეგლები: გოტიკური ტაძარი (1377-1529), რატუშა (XIV-XVI სს.), რენესანსის ხანის მარცვლის შესანახი სახლი (კორნჰაუზი, 1594, არქიტექტორები კ. შმიდი, გ. ბუხმიულერი), XVI-XVII სს. მრავალი საცხოვრებელი სახლი. თანამედროვე ნაგებობათაგან გამოირჩევა ულმის მხატვრული კონსტრუირების უმაღლესი სკოლის შენობა ([[ფუნქციონალიზმი (არქიტექტურა)|ფუნქციონალიზმი]], სტილი; 1953-55, არქიტექტორი მ. ბილი).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ულმი“-დან