ავგუსტა სოფია ბრიტანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ავგუსტა სოფია დაიბადა 1768 წლის 8 ნოემბერს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე [[ჯორჯ III]]-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ [[შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი|შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის]] შუათანა ქალიშვილი. თავიდანვე, პრინცესა ავგუსტა თავის დანარჩენ დებზე უფრო ლამაზად ითვლებოდა. 1771 წლიდან მისმა უფროსმა დებმა ძმებთან ერთად დაიწყეს განათლების მიღება, ავგუსტამ კი მცირე ასაკის გამო შედარებით უფრო გვიან დაიწყო სწავლა. იგი სწავლობდა მუსიკას, ცეკვას, ხელოვნებასა და გეოგრაფიას, ასევე ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს. დების მსგავსად, პრინცესა ავგუსტაც საზოგადოებისაგან იზოლირებულად, დედის გვერდით ცხოვრობდა. ამის გამო მას ყოველთვის ეშინოდა ხალხმრავლობის, იყო ძალიან მორცხვი, და მისი მეგობრები მხოლოდ მისი ყოფილი თანაკლასელები იყვნენ.
[[ფაილი:Princess Augusta in 1782.jpg|მარცხნივ|მინი|327x327პქ|პრინცესა ავგუსტა სოფია 1782 წელს.]]
პრინცესა შარლოტაავგუსტა საზოგადოებაში პირველად მხოლოდ 1782 წელს, მამის დაბადების დღის საზეიმო ცერემონიალზე გამოჩნდა. ამ წლების განმავლობაში იგი დედ-მამასა და დებთან ერთად ესწრებოდა თეატრალურ და საოპერო წარმოდგენებს, მაგრამ მხოლოდ ისეთებს, რომლებიც სასახლეში იმართებოდა. საზოგადოებაში გამოჩენილმა ავგუსტამ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა დიდებულებზე თავისი სილამაზითა და მოხდენილი ფიგურით.
 
ცნობილია, რომ რადგან ისინი ყველასაგან იზოლირებულები იყვნენ, ავგუსტა და მისი დები ან ძალიან სადად იცვამდნენ, ან მთელი დღის განმავლობაში საერთოდ არც კი ივამდნენ კაბებს და სააბაზანოს სამოსით დადიოდნენ. თავისი დისა და უმცროსი ძმის ნაცვლად, პრინცესა ავგუსტა სოფიაც აქტიურად აგროვებდა მონეტებს.