კრამიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Interwiki standardization
No edit summary
ხაზი 1:
'''კრამიტი''', გამომწვარი [[თიხა|თიხისა]] (თიხის კრამიტი), [[ცემენტქვიშა |ცემენტქვიშის]] ხსნარის (ცემენტის კრამიტი) ან (იშვიათად) [[კირქვიშა|კირქვიშის]] ხსნარისაგან (სილიკატური კრამიტი) დამზადებული ცალობითი საბურულე მასალა. ფორმისა და დაწნეხის მეთოდის მიხედვით კრამიტი არის კილოებიანი (დაშტამპული და ლენტური) და ბრტყელი (ლენტური). კრამიტს ქვემოდან უკეთებენ ბეტერიან კოტას სახურავის ლარტყებზე მის მისადებად და მისამაგრებლად. კრამიტი ხანგამძლე და ცეცხლმედეგია. ამასთან, მცირეა მისი საექსპლუატაციო ხარჯები, მაგრამ დიდია წონის, სიმყიფისა და სახურავის დიდი ქანობის აუცილებლობის გამო აძვირებს სამშენებლო კონსტრუქციას.
 
ვარაუდობენ, რომ კრამიტის წარმოება უძველესი დროიდან უნდა დაწყებულიყო. ძვ. წ. [[VI საუკუნეშისაუკუნე]]ში [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] უკვე სავსებით ჩამოყალიბებული ფორმა ჰქონია. ერთად იხმარებოდა 2 სახის კრამიტი - ბრტყელი და ღარისებრი. ბრტყელი გვერდებაწეული კრამიტები სახურავზე იწყობოდა გვერდიგვერდ: ყოველი ზედა რიგირცრიგიც კრამიტის ქვედა ბოლო გადადიოდა ქვედა რიგის კრამიტზე. ღარისებრ კრამიტებს აფარებდნენ ბრტყელი გვერდით წიბოებს. სახურავის[[სახურავი]]ს კეხს ზოგჯერ სპეციალური კეხის კრამიტით ხურავდნენ. სახურავის ქვედა რიგის ღარისებრი კრამიტების ქვედა ბოლოებს ხშირად ჰქონდა დეკორატიული რელიეფი, რომელსაც ანტეფიქსს უქოდებდნენ. კრამიტი სახებრძნეთიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, განსაკუთრებით [[ელინისტური ხანა|ელინისტურ ხანაში]]. [[ძველი რომი|ძველ რომში]] შემოიღეს უფრო ეკონომიური S-ებრი განივკვეთის კრამიტები. ხმარობდნენ ღარისებრ კრამიტსაც, რომელსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. როგორც S-ებრი, ისე ღარისებრი კრამიტი. [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპაშიევროპა]]ში ბოლო დრომდე შემორჩა, პირველი [[ესპანური]], ხოლო მეორე [[თურქული]] კრამიტის სახელწოდებით. ორივე ტიპი ამერიკაშიც[[ამერიკა]]შიც გავრცელდა.
 
[[ძველი ჩინეთი|ძველ ჩინეთსა]] და იაპონიაშიც[[იაპონია]]შიც პრინციპულად იმავე ტიპის კრამიტი იყო გავრცელებული, როგორიც ძველ საბერძნეთში, ოღონდ ჩინური და იაპინური კრამიტი კაშკაშა ფერადი ჭიქურითაა დაფარული. ჩინეთში ტაძრებზე უპირატესად ყვითლი[[ყვითელი]] კრამიტი იხმარებოდა, იაპონიის [[ბუდისტური ტაძარი|ბუდისტურ ტაძრებს]] ხურავდნენ რუხი ფერის კრამიტით, რომელიც დაფარული იყო სპეციალური საღებავით-ლუსტრით.
 
[[საქართველო]]ში კრამიტი გავრცელდა ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს შავიზღვისპირეთის ბერძნების ახალშენებიდან. კრამიტის ქართული სახელწოდებაც ძვ. ბერძნულიდან მომდინარეობს (karamidos), [[ანტიკურა ხანა|ანტიკური ხანის]] ქართული (ე. წ. მცხეთური) კრამიტი ბერძნული პროტოტიპებისაგან განსხვავდება კონსტრუქციის ცალკეული დეტალებით, ნაწილობრივ დამზადების ტექნიკითაც. ანტიკური ხანის საქართველოში კრამიტი [[წითელი|წითლად]] იყო შეღებილი. უძველესი კრამიტი საქართველოში აღმოჩნდა [[ვანი|ვანში]], სამადლოში[[სამადლო (ნაქალაქარი)|სამადლო]]ში, მცხეთაში[[მცხეთა]]ში. გვიანდელი ანტიკურ ხანაში კრამიტის წარმოება ფართოდ გავრცელდა მთელ საქართველოში. შუა საუკუნეებში კრამიტის ტიპი არ შეცვლილა, ოღონდ გავრცელდა კრამიტის ფერადი ([[მწვანე]], [[ცისფერი]] და სხვა) ჭიქურით დაფარვის წესი. მოუჭიქავ კრამიტებზე ხანდახან წარწერებია, ზოგჯერ კი სხვადასხვა სახეა ამოტვიფრული. ხშირია რელიეფურგამოსახულებიანი და წარწერებიანი დეკორატიული ანტეფიქსები. შედარებით იშვიათად იხმარებოდა ღარისებრი კრამიტებიც, რომლებსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. ამ ტიპის კრამიტი აღმოსავლეთ საქართველოში დღესაც კახური კრამიტის სახელწოდებითაა ცნობილი. მის პარალელურად ბოლო დრომდე იხმარებოდა აგრეთვე თევზის[[თევზები|თევზი]]ს ქერცლის ფორმის ბრტყელი კრამიტი, რომელიც ქართული კრამიტის სახელითაა ცნობილი. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისიდან საქართველოში დაიწყო ევროპული ე. წ. [[მარსელური კრამიტისკრამიტი]]ს ქარხნული წარმოება.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|6|13-14|გაგოშიძე ი.}}
* ''გაგოშიძე ი.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 13-14, თბ., 1983
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ელემენტები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრამიტი“-დან