ერედვის ბაზილიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ერედვი. წმ. გიორგის ეკლესია.jpg|300px|მინი]]
'''ერედვის ბაზილიკა''' – [[წმინდა გიორგი|წმ. გიორგის]] სახელობის ეკლესია სოფელ [[ერედვი|ერედვში]] ([[გორის მუნიციპალიტეტი]]), ქ. [[ცხინვალი]]დან ჩრდილო–დასავლეთით, 7 კილომეტრში. ერედვის ბაზილიკა X საუკუნის პირველი თარიღიანი ძეგლია, რომლის ხუროთმოძღვარიც იყო [[თეოდორე თაფლაისძე]]. ეკლესიას [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
ერედვის სამნავიანი [[ბაზილიკა]] მიეკუთვნება ნაგებობათა იმ ტიპს, რომელიც შეიქმნა ადრეფეოდალურ ხანაში და დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ამ ტიპის ბაზილიკები ჩვენი ქვეყნის გარეთ არ გვხვდება. ტაძარმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია. მართალია, ტაძარს ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი, მაგრამ ამას ეკლესიისათვის გარეგნული იერსახე არ შეუცვლია.
ხაზი 15:
რებისკოსობასა სანატროელისა ყ სა, ჯვრითა მისითა, განზრახვითა ნიქოზ<br />
ელისა სანატრელისა სტეფანე ეპისკოსისა თა ძალითა შეწევ-ნითა მოყოას<br />
თა თა მე თეოდორე თაფლა სძემან დავდე საძირკველი, ლენი იყ-ნეს ხფი ქრონიკ.<ref>შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბგვ.60, 2002, გვთბ., 602002</ref>}}
 
წარწერის მიხედვით, 906 წელს, ქართლში [[ივანე ტბელი]]ს უფლობის დროს („ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივანესა“), [[ნიქოზის საეპისკოპოსო|ნიქოზელი ეპისკოპოსის]] სტეფანეს „განზრახვით, და მოყვასთა შეწევნით“, ხუროთმოძღვარ თეოდორე თაფლაისძეს საფუძველი ჩაუყრია („დავდე სარძირკველი“) ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის. იქვე იხსენიება [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|აფხაზეთის მეფე კონსტანტინე III]] ([[893]]–[[922]] წწ.). მსგავსი ეკლესიების შენებას 10-15 წელი სჭირდებოდა და სავარაუდოდ, ხუროთმოძღვარი თეოდორე თაფლაისძე ამ ტაძრის აგებას დაახლოებით, 915 წელს დაასრულებდა.