გუარამიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
გუარამიდები ქორწინების გზით დაკავშირებული იყვნენ წამყვან ქართულ საბატონო ოჯახებთან – [[ხოსროიდები|ხოსროიდებთან]], [[ნერსიანიდები|ნერსიანიდებთან]] და [[ბაგრატიონები|ბაგრატიონებთან]]. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გუარამ III-ის (779/780-786) ქალიშვილის ქორწინებამ, ბაგრატუნის დევნილ უფლისწულ ვასაკთან, ახალი ბაგრატიონთა დინასტია წარმოშვა, რომელიც შემდგომში გახდა ბოლო და ყველაზე ხანგრძლივი მმართველი ოჯახი საქართველოში. გუარამიდების ხაზის გაუჩინარებამ VII საუკუნის ბოლოს საშუალება მისცა მათ ბიძაშვილებს, ბაგრატიდებს მიეღოთ თავისი მემკვიდრეობა გუარამიდების ყოფილი საკუთრებიდან, როგორც კი ისინი თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში.
 
[[X საუკუნე|X საუკუნის]] ქართველმა მემატიანემ, [[სუმბატ დავითის ძე|სუმბატ დავითის ძემ]] თავის „ბაგრატიდთა ისტორიაში“ შეცდომით (ან მიზანმიმართულად) გუარამიდები გამოავლინა, როგორც არსებული ბაგრატიდები, რომლებიც თითქოს წმინდა მიწიდან მოვიდნენ ქართულ მიწებზე დასასახლებლად; ამ ვერსიამ ქართველ ბაგრატიდებს საშუალება მისცა პრეტენზია განეცხადებინათ ბიბლიური მეფე [[დავითი|დავითისგან]] [[ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულება|ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის]] შესახებ ბიბლიური მეფე [[დავითი|დავითიდან]].
 
აღნიშვნის ღირსია, [[გიორგი მერჩულე|გიორგი მერჩულის]] „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ეპიზოდი, [[აშოტ I დიდი|აშოტ კურაპალატის]] და [[გრიგოლ ხანძთელი|გრიგოლ ხანძთელის]] საუბრიდან.
 
მაშინ კურაპალატმან ჰრქუა მამასა გრიგოლს:
 
{{ციტირება|„მეფეთა ისრაჱლისათა ჟამად-ჟამად წინაჲსწარმეტყუელი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნელად მორწმუნეთა და სამხილებელად ურწმუნოთა, ეგრჱთვე ჟამთა ჩუენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად, და რაჲთა მარადის იღუწიდე ჩუენთჳს წმიდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტჱსა და წმიდათა მისთა“.<ref>[http://saunje.ge/index.php?id=1495&option=com_content&Itemid=22&lang=en გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“]. თავი XI</ref>}}
 
ხოლო მან ჰრქუა:
 
{{ციტირება|„დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე”.<ref>[http://saunje.ge/index.php?id=1495&option=com_content&Itemid=22&lang=en გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“]. თავი XI.</ref>}}
 
== იბერიის მმართველი გუარამიდები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუარამიდები“-დან