აკაკი წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ეს ყველაფერი არასწორად იყო დაწერელი და 1867 წლის მაგივრად 1992 წელია
მომხმარებლის 185.115.136.8 ცვლილებების გაუქმება (№3807506)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 8:
=== სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ===
[[ფაილი:Skhvitori.jpg|მინი|მარცხნივ|200პქ|აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში]]
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1992[[1859]] წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო [[1860]] წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― „საიდუმლო ბარათი“, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
 
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“]] დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, [[ქართული დრამატული საზოგადოება|ქართული დრამატული საზოგადოების]] შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ ([[1897]]-[[1900]]) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს [[ხუმარა (გაზეთი)|„ხუმარა“]], რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო ([[1907]]). [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძესთან]] ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_წერეთელი“-დან