პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
188.129.137.201-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ჯეო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 8:
პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.
 
== ისტორია ნუ ==
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კათედრალური ეკლესიაა და აღმართულია კუნძულ [[სიტე]]ზე, რომელსაც პარიზის შუაგულში ქმნის მდინარე [[სენა (მდინარე)|სენის]] ორი ტოტი. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა [[1163]] წელს. მშენებლობა დაიწყო პატრონიკეთი, რომელიც დამთავრდა [[1182]] წელს, მთავარი კორპუსი კი - [[1196]] წელს. დასავლეთის პორტალებიანი ფასადი ძირითადად დამთავრდა [[1208]] წელს, ცალკეული ნაწილების მშენებლობა კი [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] შუა წლებამდე გაგრძელდა. ძეგლმა მრავალნაირი გადაკეთება განიცადა. განახლდა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] შუა წლებშიც კი. ძირითადად იგი იგებოდა [[ლაონის კათედრალი]]ს ([[XII საუკუნე|XII]] ს.) ნიმუშით, რომელსაც ადრეული გოტიკის განვითარების ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს არ აქვს მისი სიმსუბუქე და სინარნარე. ვერც შემდეგი დროის (XIII ს. შუა წლებში) არქიტექტურებმა შეძლეს დაეძლიათ მისი მასიური სიმძიმე, როდესაც მის წინახედს ამთავრებდნენ. როგორც იქნა, [[ჟან დე შელი|ჟან დე შელმა]] და [[პიერ დე მონტერიელი|პიერ დე მონტერიელმა]] შეძლეს XIII საუკუნის მეორე ნახევარში თავიანთი დროის შესაფერისად მიეღწიათ განივი ნავის ფასადის გოტიკური სიმსუბიქისათვის.ნუ
 
== აღწერილობა ==