ნოვრუზი აზერბაიჯანში: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|მომხმარებელი:Sunlight35|1 ოქტომბერი, 2008 წ.}}'''ნოვრუზ ბაირ...
(განსხვავება არ არის)

18:07, 12 თებერვალი 2020-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}ნოვრუზ ბაირამი (დღესასწაული) (აზერ. Novruz bayramı - Novruz Bayram) ყოველწლიურად აღინიშნება აზერბაიჯანში ხუთი დღის განმავლობაში[1], 20 და 21 მარტის ჩათვლით, გაზაფხულის ბუნიობის დღეს.

მომავალი წლის ნოვრუზის დასვენების დღეები განისაზღვრება და მოსახლეობას ეცნობა დეკემბერში. დღესასწაული აღინიშნება გაზაფხულის მოსვლის, ბუნების განახლების საპატივსაცემოდ. ნოვრუზის აღნიშნვის დროს ხალხური ტრადიციისამებრ, კოცონს ანთებენ, ამზადებენ სხვადასხვა ეროვნულ ტკბილეულებს (შექერბურას, ბადამბურას, ფახლავას, გოღალს), ხონჩას რთავენ ტკბილეულებით, ჯეჯილს ახარებენ, მოხარშული კვერცხებს ღებავენ და ა.შ. 2010 წლის 23 თებერვალს, გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად გაერომ 21 მარტი ნოვრუზ ბაირამის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა[2].

დღემდე, ნოვრუზ ბაირამი რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დღესასწაულად[3]. 2009 წელს ნოვრუზი შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში [4].

სადღესასწაულო მაგიდა

სადღესასწაულო სუფრაზე არის ტკბილეული, როგორიცაა შექერბურა, ფახლავა, გოღალი, ბადამბურა. სუფრის მთავარი კერძი არის სადღესასწაულო ფლოვი. ადრე, სუფრაზე, ყოველთვის უნდა ყოფილიყო თევზი, რომელსაც ხშირად კაკლითა და ქიშმიშით მიირთმევდნენ. ჩვეულებისამებრ, სუფრაზე უნდა იყოს საკვები, რომელიც შედგებოდა შვიდი ელემენტისგან, რომელთა სახელწოდება იწყება ასო "ს"-დან (სუმაკი - სუნელი, სუდ - რძე, სირქე - ძმარი, სემენი - ხორბალი, საბზი - მწვანილი და ა.შ.). ჩამოთვლილი კერძების გარდა, მაგიდაზე განთავსებულია სარკე, სანთლები და ფერადი კვერცხები. სემენი - ანუ ჯეჯილი, დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია[3]. იგი  სიმრავლისა და კეთილდღეობის ნიშანია, და ამ რიტუალს თან ახლავს სიმღერა "სემენი, შემინახე, მე ყოველწლიურად გამოგიზრდი" (აზერ. Səməni, saxla məni, ildə göyərdərəm səni)[5].

სქოლიო

  1. ПРАЗДНИКИ
  2. Международный день Навруз
  3. 3.0 3.1 Наиля Керимова. Театр и музыка. — Язычы, 1982. — С. 9-14. — 101 с.
  4. UNESCO » Culture » Intangible Heritage » Lists »
  5. Azerbaijani Novruz