წრომი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ წაიშალა კატეგორია:ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები; დაემატა კატეგორია:წრომის თემის სოფლები გაჯეტ HotCat-ით |
No edit summary |
||
ხაზი 48:
|კატეგორია ვიკისაწყობში =
}}
'''წრომი''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარის]] [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის მუნიციპალიტეტში]]. [[მდინარე]] [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა მხარეს. [[თემი]]ს ცენტრი (სოფლები: [[ახალშენი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ახალშენი]], [[დიდი ყელეთი
==დემოგრაფია==
ხაზი 67:
წრომი ადრინდელ და განვითარებულ [[ფეოდალური წყობა|ფეოდალურ]] ხანაში გარკვეულ კულტურულ როლს თამაშობდა ქვეყნის ცხოვრებაში, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია ([[დაბა]]ა) [[ქართლის სამეფო|ქართლის]] დასავლეთით. ერთ-ერთი დოკუმენტიდან ჩანს, რომ [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] დასაწყისში აქ 6 კომლი ცხოვრობდა. [[1728]] წელს წრომში 58 კომლი მოსახლეა, რომლებიც იხდიან ყველა [[ოსმალები|საოსმალო]] გადასახადს 27 810 ახჩის ოდენობით. განსაკუთრებით, მძიმე აღმოჩნდა წრომისათვის XVIII საუკუნის 30-იანი წლები, როცა [[ლეკიანობა|ლეკიანობის]] შედეგად სოფელი მთლიანად მოიშალა. მხოლოდ XVIII საუკუნის 60-70-იან წლებიდან იწყება წრომის ხელმეორედ დასახლება. ამ მხარის თავადებს - [[ციციშვილები|ციციშვილებს]], სამეფო კარის ხელშეწყობით [[ჯავახეთი]]დან გადმოჰყავთ მოსახლეობა და ასახლებენ გაუკაცრიელებულ სოფლებში, მათ შორის წრომშიც. ეს პროცესი გრძელდება [[XIX საუკუნე]]შიც. [[ვახუშტი ბატონიშვილი]] ორ წრომს იცნობს. აქედან ერთი წრომი, ჩვენი აზრით, დღევანდელი [[ნადარბაზევი]] უნდა იყოს. ორ წრომს აფიქსირებს [[იოანე ბატონიშვილი]]ც. მის აღწერაში აქ მოსახლეობა არ ჩანს, რაც შედეგი უნდა იყოს [[ლეკები|ლეკთა]] გამუდმებული თავდასხმებისა. წრომში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსახლეობის ხელმეორედ დასახლება XVIII ს-ის 60-70-იანი წლებიდან იწყება. იგივე შენიშვნა შეიძლება ითქვას სხვა დასახლებულ პუნქტებზეც, თუმცა, ეს [[ლეკიანობა|ლეკიანობით]] გამოწვეულ მძიმე შედეგებს სრულებითაც არ ცვლის.
აქ სახლობენ გვარები: [[ბაყაშვილები]], [[ბერიძეები]], [[გოგალაძეები]], [[გრიგალაშვილები]], [[იკოშვილები]], [[კაპანაძეები]], [[ლაქოშვილები]], [[ლომიძეები]], [[მაისურაძეები]], [[მიქელაშვილები]], [[მურჯიკნელები]], [[სარალიძეები]], [[სულეიმანაშვილები]], [[ტალახაძეები]], [[ქოქოშვილები]], [[ქურდაძეები]], [[ღვინიაშვილები]], [[შუბითიძეები]], [[ჩუბინიძეები]], [[ჩუტკერაშვილები]], [[ციცქიშვილები]], [[ძულიაშვილები]], [[წიქარიშვილები]], [[ხაჩიძეები]].
წრომში რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია, კერძოდ, [[ნამოსახლარი|ნამოსახლარები]], რომლებიც გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდებიან. აქვეა აღმოჩენილი სამეთუნეო სახელოსნოც, რომელიც [[ბრინჯაოს ხანა|გვიანბრინჯაოს ხანით]] თარიღდება. აღმოჩენილია სამეთუნეო ქურის ნაშთი, [[ნახშირი (წიაღისეული)|ნახშირის]] გროვები და წითლად გამომწვარი უხეშკეციანი [[თიხა|თიხის]] ჭურჭლის ფრაგმენტები. სერიოზულ არქეოლოგიურ გათხრებს წრომში ადგილი არ ჰქონია. წრომში, როგორც აღვნიშნეთ, მდებარეობს შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელიც მაცხოვრის სახელზეა აგებული და თარიღდება [[626]]-[[634]]/[[635]] წლებით.<ref>[http://khashuri.org.ge/index.php?option=com_content&view=article&id=118&Itemid=66 წრომის ტერიტორიული ორგანო/''ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო'']</ref>
|