ჟორჟ ბიზე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
== ბიოგრაფია ==
 
ჟორჟ ბიზე დაიბადა 1838 წლის 25 ოქტომბერს [[პარიზი|პარიზში]], მუსიკოსის ოჯახში. მამა სიმღერის მასწავლებელი იყო, დედა კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ჟორჟის პირველი მასწავლებელიც დედა იყო. ჟორჟ ბიზეს ნამდვილი სახელი ალექსანდრ ცეზარსეზარ ლეოპოლდ ბიზეა, მაგრამ მოგვიანებით მოინათლა როგორც ჟორჟ ბიზე.
 
ოთხი წლის ასაკში, ბიზემ კარგად იცოდა ნოტები, ხოლო ათი წლის ასაკში პარიზის კონსერვატორიაში შევიდა ორ ფაკულტეტზე: ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით, შ. გუნოს ხელმძღვანელობით, სადაც ცხრა წელი დაჰყო. მას იტაცებდა ლიტერატურაც. ბიზე კონსერვატორიაში წარმატებულად მეცადინეობდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა არაერთხელ მიიღო პრემიები კონსერვატორიის შიდა კონკურსებზე: ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრით, პოლიფონისა და კომპოზიციაში. მან კონსერვატორია დაამთავრა 1857 წელს მიღებული დიდი რიმსკის პრემიით და საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა [[იტალია]]ში.
 
[[რომი|რომში]] ყოფნის დროს ბიზემ შექმნა კომიკური ოპერა „დონ პროკოპიოს და სიმფონია კანტატას „ვასკო და გამას“, სადაც გამოვლინდა კომპოზიტორის სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ინტერესი ფერადოვან, ნათელ, ხალხურ სცენისადმი.