ნელი ზაქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 39:
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდგომ წლებში შემრიგებლური პოზიცია ეკავა გერმანიის მიმართ, რაც აისახა მისი ნაწარმოებებისა და საჯარო გამოსვლების მიმტევებლურ სულისკვეთებაში. მიმოწერა ჰქონდა გერმანულენოვან მწერლებთან, მაგალითად, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერთან და ინგებორგ ბახმანთან. [[1958]] წელს მიიღო შვედეთის პოეტთა ასოციაციის პრემია.<ref name="ნობელი"/> [[1961]] წელს გერმანიის ქალაქ [[დორტმუნდი|დორტმუნდში]] მისივე სახელობის ლიტერატურული პრემიის პირველი ლაურეატი გახდა, [[1965]] წელს კი დაჯილდოვდა გერმანიის გამომცემელთა მშვიდობის პრემიით. [[1966]] წელს ზაქსს ებრაელ მწერალ [[შმუელ აგნონი|შმუელ აგნონთან]] ერთად გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში. აგნონის თქმით, თავად წარმოადგენდა [[ისრაელი|ისრაელს]], ხოლო ზაქსი — „ებრაელი ხალხის ტრაგედიას“. ნელი ზაქსი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა 1970 წელს; დაკრძალულია სტოკჰოლმში.<ref name="ბრიტ"/>
 
ნელი ზაქსის თხზულებებიდან აღსანიშნავია პიესა „ელი: ისრაელის ვნებათა მისტიკური პიესა“ (''Eli: Ein Mysterienspiel vom Leiden Israels'', [[1950]]), ლექსები: „ნიშანი ქვიშაში“ ("Zeichen im Sand", [[1962]]), „მონუსხვა“ ("Verzauberung", [[1970]]), კრებულები: „სიკვდილის საცხოვრისი“ (''In den Wohnungen des Todes'', [[1947]]), „გაქცევა და გარდასახვა“ (''Flucht und Verwandlung'', [[1959]]), ''Fahrt ins Staublose'' ([[1961]]), „ცოცხალთა ძიება“ (''Suche nach Lebenden'', [[1971]]).<ref name="ბრიტ"/> ქართულად ზაქსის ლექსები ნათარგმნია [[ნოდარ კაკაბაძე|ნოდარ კაკაბაძის]] და, [[ჯემალ აჯიაშვილი]]სა და დათო ბარბაქაძის მიერ.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნელი_ზაქსი“-დან