ნელი ზაქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 34:
'''ნელი ზაქსი''' ({{lang-de|Nelly Sachs}}; დ. [[10 დეკემბერი]] [[1891]], შონებერგი, [[გერმანიის იმპერია|გერმანია]], – გ. [[12 მაისი]], [[1970]], [[სტოკჰოლმი]], [[შვედეთი]]) — [[ებრაელები|ებრაული]] წარმოშობის [[გერმანელები|გერმანელი]] პოეტი და დრამატურგი. [[1940]] წლიდან ცხოვრობდა შვედეთში. ზაქსის თხზულებები ასახავს ებრაელების განსაცდელს და ტრაგიკულ ბედს მის თანამედროვე მსოფლიოში. მიღებული აქვს [[ნობელის პრემია ლიტერატურაში]] ([[1966]], [[შმუელ აგნონი|შმუელ აგნონთან]] ერთად).
== ბიოგრაფია ==
ნელი ლეონი ზაქსი დაიბადა შონებერგში (ამჟამად [[ბერლინი]]ს ნაწილია) 1891 წელს შეძლებული ებრაელი მეწარმის ოჯახში. სუსტი ჯანმრთელობის გამო განათლება სახლში მიიღო. ბავშვობიდან სწავლობდა მუსიკას და ცეკვას. ლექსების წერა 17 წლის ასაკში დაიწყო. მისი თავდაპირველი თხულებები — რომანტიკული პოეზია 1920-იანი წლებიდან იბეჭდებოდა გერმანიის პრესაში. მისი ადრეული პოეტური ესთეტიკა გერმანული [[რომანტიზმი]]ს, ასევე [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისა]] და [[იუდაიზმი]]ს გარკვეულ გავლენას განიცდიდა. ზაქსის შემოქმედებაში ასევე აისახა ახალგაზრდობის წარუმატებელი და ერთადერთი სიყვარულით გამოწვეული იმედგაცრუება (მისი საყვარელი მამაკაცი საბოლოოდ ნაცისტების პატიმრობაში დაიღუპა). გერმანიაში [[ნაციზმი]]ს აღზევებასთან ერთად ზაქსის პიროვნული განწყობები და ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ზაქსის იმდროინდელი ლექსები ასახავს შიშს და ძრწოლვას, მუდმივი საფრთხის განცდას. 1940 წელს ზაქსმა შეიტყო, რომ გერმანიის მთავრობა მის საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსებას გეგმავდა. მალევე მისი ნაცნობის, შვედი მწერალი ქალის, [[სელმა ლაგერლოფი]]ს დახმარებით, ასაკოვან დედასთან ერთად შვედეთში გაიქცა (შვედეთის მოქალაქეობა [[1952]] წელს მიიღო). მომდევნო წლებში ნელი ზაქსი დედასთან ერთდ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, ზრუნავდა მოხუც მშობელზე და განაგრძობდა წერას; ისწავლა შვედური და თარგმნიდა გერმანულ პოეზიას შვედურად და პირიქით. ზაქსის ამ პერიოდის ლექსებში შეზავებულია პოეტური სიმარტივე და ძლიერი ემოცია; ისინი გაჯერებულია მისტიკური ხატებებით. ებრაელების ტრაგედიამ და დევნის ტრავმამ ზაქსის სულიერი ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია; რამდენჯერმე იყო მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუმცა წერა არ შეუწყვეტია.
 
გერმანიაში [[ნაციზმი]]ს აღზევებასთან ერთად ზაქსის პიროვნული განწყობები და ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ზაქსის იმდროინდელი ლექსები ასახავს შიშს და ძრწოლვას, მუდმივი საფრთხის განცდას. 1940 წელს ზაქსმა შეიტყო, რომ გერმანიის მთავრობა მის საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსებას გეგმავდა. მალევე მისი ნაცნობის, შვედი მწერალი ქალის, [[სელმა ლაგერლოფი]]ს დახმარებით, ასაკოვან დედასთან ერთად შვედეთში გაიქცა (შვედეთის მოქალაქეობა [[1952]] წელს მიიღო). მომდევნო წლებში ნელი ზაქსი დედასთან ერთდ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, ზრუნავდა მოხუც მშობელზე და განაგრძობდა წერას; ისწავლა შვედური და თარგმნიდა გერმანულ პოეზიას შვედურად და პირიქით. ზაქსის ამ პერიოდის ლექსებში შეზავებულია პოეტური სიმარტივე და ძლიერი ემოცია; ისინი გაჯერებულია მისტიკური ხატებებით. ებრაელების ტრაგედიამ და დევნის ტრავმამ ზაქსის სულიერი ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია; რამდენჯერმე იყო მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუმცა წერა არ შეუწყვეტია.
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდგომ წლებში შემრიგებლური პოზიცია ეკავა გერმანიის მიმართ, რაც აისახა მისი ნაწარმოებებისა და საჯარო გამოსვლების მიმტევებლურ სულისკვეთებაში. მიმოწერა ჰქონდა გერმანულენოვან მწერლებთან, მაგალითად, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერთან და ინგებორგ ბახმანთან. [[1961]] წელს გერმანიის ქალაქ [[დორტმუნდი|დორტმუნდში]] მისივე სახელობის ლიტერატურული პრემიის პირველი ლაურეატი გახდა, [[1965]] წელს კი დაჯილდოვდა გერმანიის გამომცემელთა მშვიდობის პრემიით. [[1966]] წელს ზაქსს ებრაელ მწერალ [[შმუელ აგნონი|შმუელ აგნონთან]] ერთად გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში. აგნონის თქმით, თავად წარმოადგენდა [[ისრაელი|ისრაელს]], ხოლო ზაქსი — „ებრაელი ხალხის ტრაგედიას“. ნელი ზაქსი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა 1970 წელს; დაკრძალულია სტოკჰოლმში.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნელი_ზაქსი“-დან