ნელი ზაქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ნელი ზაქსი''' ({{lang-de|Nelly Sachs}}; დ. [[10 დეკემბერი]] [[1891]], შონებერგი, [[გერმანიის იმპერია|გერმანია]], – გ. [[12 მაისი]], [[1970]], [[სტოკჰოლმი]], [[შვედეთი]]) — [[ებრაელები|ებრაული]] წარმოშობის [[გერმანელები|გერმანელი]] პოეტი და დრამატურგი, [[ნობელის პრემია ლიტერატურაში|ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში]] ([[1966]], [[შმუელ აგნონი|შმუელ აგნონთან]] ერთად). ზაქსის თხზულებები ასახავს ებრაელების განსაცდელს და ტრაგიკულ ბედს მის თანამედროვე მსოფლიოში.
 
ნელი ლეონი ზაქსი დაიბადა შონებერგში (ამჟამად [[ბერლინი]]ს ნაწილია) 1891 წელს შეძლებული ებრაელი მეწარმის ოჯახში. სუსტი ჯანმრთელობის გამო განათლება სახლში მიიღო. ლექსების წერა 17 წლის ასაკში დაიწყო. მისი თავდაპირველი თხულებები — რომანტიკული პოეზია 1920-იანი წლებიდან იბეჭდებოდა გერმანიის პრესაში. მისი ადრეული პოეტური ესთეტიკა გერმანული [[რომანტიზმი]]ს, ასევე [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისა]] და [[იუდაიზმი]]ს გარკვეულ გავლენას განიცდიდა. ზაქსის შემოქმედებაში ასევე აისახა ახალგაზრდობის წარუმატებელი და ერთადერთი სიყვარულით გამოწვეული იმედგაცრუება (მისი საყვარელი მამაკაცი საბოლოოდ ნაცისტების პატიმრობაში დაიღუპა). გერმანიაში [[ნაციზმი]]ს აღზევებასთან ერთად ზაქსის პიროვნული განწყობები და ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ზაქსის ამდროინდელიიმდროინდელი ლექსები ასახავს შიშს და ძრწოლვას, მუდმივი საფრთხის განცდას. [[1940]] წელს ზაქსმა შეიტყო, რომ გერმანიის მთავრობა მის საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსებას გეგმავდა. მალევე მისი ნაცნობის, შვედი მწერალი ქალის, [[სელმა ლაგერლოფი]]ს დახმარებით, ასაკოვან დედასთან ერთად შვედეთში გაიქცა (შვედეთის მოქალაქეობა [[1952]] წელს მიიღო). მომდევნო წლებში ნელი ზაქსი დედასთან ერთდ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, ზრუნავდა მოხუც მშობელზე და განაგრძობდა წერას; ისწავლა შვედური და თარგმნიდა გერმანულ პოეზიას შვედურად და პირიქით. ზაქსის ამ პერიოდის ლექსებში შეზავებულია პოეტური სიმარტივე და ძლიერი ემოცია; ისინი გაჯერებულია მისტიკური ხატებებით. ებრაელების ტრაგედიამ და დევნის ტრავმამ ზაქსის სულიერი ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია; რამდენჯერმე იყო მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუმცა წერა არ შეუწყვეტია.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდგომ წლებში შემრიგებლური პოზიცია ეკავა გერმანიის მიმართ, რაც აისახა მისი ნაწარმოებებისა და საჯარო გამოსვლების მიმტევებლურ სულისკვეთებაში. მიმოწერა ჰქონდა გერმანულენოვან მწერლებთან, მაგალითად, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერთან და ინგებორგ ბახმანთან. [[1961]] წელს გერმანიის ქალაქ [[დორტმუნდი|დორტმუნდში]] მისივე სახელობის ლიტერატურული პრემიის პირველი ლაურეატი გახდა, [[1965]] წელს კი დაჯილდოვდა გერმანიის გამომცემელთა მშვიდობის პრემიით. [[1966]] წელს ზაქსს ებრაელ მწერალ [[შმუელ აგნონი|შმუელ აგნონთან]] ერთად გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში. ზაქსი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა 1970 წელს; დაკრძალულია სტოკჰოლმში.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნელი_ზაქსი“-დან