ნელი ტეილო როსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 58:
 
== ბიოგრაფია ==
ნელი ტეილო როსი დაიბადა [[1876]] წლის 29 ნოემბერს დასახლება ამაზონიაში, [[მისურის შტატი]]ს ტერიტორიაზე. [[1884]] წელს, როდესაც იგი 7 წლის იყო, მისი ოჯახი ჩრდილოეთ კანზასის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. [[1892]] წელს სწავლობდა მიტონვეილის გიმნაზიაში, მისი ოჯახი ამ პერიოდში საცხოვრებლად გადავიდა ნებრასკის შტატის ქალაქ ომაჰაში. [[1902]] წელს ცოლად გაყვა უილიამ ბრედფორდ როსს (რომელთანაც შეეძნა ოთხი შვილი) და წყვილი ვაიომინგის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. [[1922]] წელს მისი მეუღლე აირჩიეს ამავე შტატის გუბერნატორად.
 
[[1924]] წლის 3 ოქტომბერს უილიამ ბრედფორდ როსი მოულოდნელად გარდაიცვალა და ნელი როსი აღნიშნულ თანამდებობაზე აირჩიეს თავისი ქმრის ვადის ამოწურვამდე, არჩევნებში გაიმარჯვა და მეტოქეების აჯობა 8000-ზე მეტი ხმით. გუბერნატორის თანამდებობაზე მან გააგრძელა თავისი დაღუპული ქმრის პოლიტიკა, რომელიც გამოდიოდა გადასახადების შემცირების წინადადებით რიგითი მოქალაქეებისათვის, ღარიბი ფერემერებისათვის სახელმწიფო დახმარების, საბანკო რეფორმისა და ბავშვების, მოსამსახურე ქალებისა და შახტიორთა უფლებების დაცვის წინადადებით.
 
იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი გუბერნატორი და დღემდე რჩება [[ვაიომინგი]]ს შტატის ერთადერთ ქალ გუბერნატორად. აქტიურად ემხრობოდა მშრალ კანონს, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში მოქმედებდა აშშ-ის ტერიტორიაზე.
 
[[1933]] წლის 3 მაისს ნელი ტეილო როსი პრეზიდენტმა [[ფრანკლინ დელანო რუზველტი|ფრანკლინ დელანო რუზველტმა]] დანიშნა აშშ-ის სამონეტო ზარაფხანის დირექტორად და გახდა პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა შემოიღეს 1792 წელს და აქედან მოყოლებული ყველაზე მეტხანს სწორედ მას ეკავა. 20-წლიანი მუშაობის დროს (ხუთი სრული ვადა 1953 წლამდე, შემდეგ გავიდა პენსიაში) მისი ხელმძღვანელობით აშენდა ოქროს საცავი ახალი შენობა ფორტ-ნოქსეში, ვერცხლის საცავი ვესტ-პოინტში და სამონეტო ზარაფხანის შენობა [[სან-ფრანცისკო]]ში.
 
პენსიაში გასვლის შემდეგ როსი წერდა სტატიებს ქალთა სხვადასხვა ჟურნალებისათვის, ბევრს მოგზაურობდა. უკანასკნელი მარშრუტი შედგა ვაიომონგში, როდესაც იგი იყო 96 წლის ასაკში. ხუთი წლის შემდეგ, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში. გარდაცვალების მომენტში იყო ყველაზე ასაკოვანი ყოფილი გუბერნატორი აშშ-ში. ნელი ტეილო როსი დაკრძალეს ლეიკვიუს ოჯახურ სასაფლაოზე შაიენში.