Berkeley Software Distribution: განსხვავება გადახედვებს შორის
ახალი გვერდი: '''Berkeley Software Distribution''' ('''BSD'''; ბერკლის პროგრამული უზრუნველყოფის განაწ... |
(განსხვავება არ არის)
|
08:33, 8 თებერვალი 2020-ის ვერსია
Berkeley Software Distribution (BSD; ბერკლის პროგრამული უზრუნველყოფის განაწილება) — ოპერაციული სისტემა, რომელიც შემუშავდა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში კომპიუტერული სისტემების კვლევის ჯგუფის მიერ (CSRG) და ეფუძნებოდა Unix ოპერაციულ სისტემის ადრეულ ვერსიას Research Unix[1]. დღეისთვის, ტერმინში „BSD“ გულისხმობენ BSD'ს ისეთ შთამომავლებს, როგორებიცაა FreeBSD, OpenBSD, NetBSD ან DragonFly და მათზე დაფუძნებულ სხვა სისტემებს.
თავდაპირველად BSD-ის ერქვა Berkeley Unix, რადგან ეფუძნებოდა Bell Labs'ის მიერ შემუშავებული პირვანდელი Unix-ის ღია კოდს. 1980-იან წლებში BSD ფართოდ დაინერგა სამუშაო სადგურების მწარმოებელების მიერ Unix-ის კერძო (პროპრიეტარული) განშტოების სახით, ამის მაგალითებია კომპანია DEC'ის Ultrix და Sun Microsystems'ის SunOS, მისი ლიცენზირების პირობების და ტექნოლოგიური კომპანიების ინჟინრებისა და დამაარსებლების ნაცნობობის გამო.
სქოლიო
- ↑ Steve D. Pate. Unix Filesystem: Evolution, Design and Implementation. Pate Wiley Publishing, Inc. ISBN 0-471-16483-6.