კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 168:
==ბერძნული კოლონიზაცია==
[[ფაილი:Colchis-Nike.jpg|thumb|270 px|right|[[ნიკე (ქალღმერთი)|ქალღმერთ ნიკეს]] მინიატურა ნაპოვნი [[ვანი|ვანში]].]]
ამ რეგიონის ეკონომიკურიგანვითარებული განვითარებაეკონომიკა, ხელსაყრელი გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები კოლხეთს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა მილეტელი ბერძნებისთვის, რომლებმაც კოლხეთის სანაპიროების კოლონიზება მოახდინეს. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში, [[ფაზისი|ფაზისში]], [[გიენოსი|გიენოსსა]] და [[დიოსკურია|დიოსკურიაში]] სავაჭრო პორტები დააარსეს. ეს ითვლებოდა „ყველაზე შორეულ მოგზაურობად“, ძველბერძნული ანდაზის თანახმად, უკიდურეს აღმოსავლეთ ადგილად კაცობრიობისთვის ცნობილ მსოფლიოში, საიდანაც მზე ამოდიოდა. ეს მიწა მდებარეობდა [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელის]] მიერ დაპყრობილი მიწების მიღმა, აღმოსავლეთ საზღვართან. ფაზისი და დიოსკურია ბრწყინვალე ბერძნულ ქალაქებს წარმოადგენდა, დომინირებული მერკანტილური<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=24893 მერკანტილური]. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.</ref> ოლიგარქების მიერ, თუმცა მათი ქმედებები დროდადრო კოლხეთის შიდა რეგიონების ტომთა გულისწყრომას იწვევდა, ვიდრე ისინი საბოლოო ასიმილაციას განიცდიდნენ. იმ დროის ერთ-ერთ უდიდეს ცივილიზაციასთან კონტაქტმა კოლხეთში დააჩქარა კულტურულ-ეკონომიკური განვითარება. ამ პერიოდში აქ უკვე ჩანს ვაჭართა მსხვილი ფენა. შიდა ბაზარი და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოების მცდელობები. „კოლხური თეთრი“ გაცხოელებული ვაჭრობის მანიშნებელია. კოლხი ვაჭრები, ხელოსნები და მჭედლები სკუთარ ნაწარმს ყიდდნენ მცირე აზიის და შავი ზღვის პოლისების ბაზრებზე. ასევე ცნობილი იყო კოლხური სელი, ძველ სამყაროში ყველაზე ცნობილი მატერია. კოლხებს აგრეთვე გაქონდათ ხე-ტყე, გაჰყავდათ მონები. ცნობილი იყო კოლხური ხოხობი, რომელსაც "ფასიანურს" უწოდებდნენ და საკმაოდ ძვირი უნდა ღირებულიყო. ყველაზე ახლო პოლიტიკურ-კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა კოლხეთს გააჩნდა ჩრდ. შავიზღვისპირეთში წარმოქმნილ ბერძნულ სამეფო [[ბოსფორის სამეფო|ბოსფორთან]]. ყირიმში გათხრილი იმავე პერიოდის ტაძრებში აღმოჩენილია კოლხური თეთრების განძი. ასევე ამფორა, რომელზედაც ბერძნულად ამოტვირრულია სახელი "კოლხოს".
 
კოლხეთის მდიდარი ელიტა ბერძნული ყაიდის უნდა ყოფილიყო. მდიდრულ სამაროვნებში რომელიც ძირითადად ვანში გამოვლინდა (ასევე აფხაზეთში) უნდა არსებულიყო ზღაპრულად მდიდარი ფენა. მათ ბერძნული წყაროები სკეპტუხებს (კვერთხისპყრობელებს) უწოდებენ, რომლებიც როგორც ჩანს კოლხური ტომების მეთაურები უნდა ყოფილიყვნენ. არქეოლოგიური მასალიდან ჩანს რომ მაღალი ელიტისთვის დამახასიათებელი იყო ბერძნული ჩაცმულობა, სამკაულები, ატრიბუტიკა, სახელები და საცხოვრებლები.