აია (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
ჰომეროსის „ოდისეაში“ წარმოდგენილი გარკვეულწილად არათანმიმდევრული გეოგრაფია ხშირად მიიჩნევა უფრო როგორც მითოლოგიური, ვიდრე ლიტერატურული, მაგრამ ალექსანდრიელი სწავლულის და პოეტის, [[აპოლონიოს როდოსელი|აპოლონიოს როდოსელის]] გეოგრაფია უფრო სპეციფიკურია<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=37998 სპეციფიკური]. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.</ref>. მის ეპიკურ პოემაში „არგონავტიკა“ ის კუნძულს ალოკალიზებს სადღაც სამხრეთ ეთალიაში (Aethalia) ([[ელბა (კუნძული)|ელბა]]), ტირენიის ზღვის სანაპიროს თვალთახედვის არეალში (იტალიის დასავლეთ სანაპირო.).<ref>William H. Race, ''Apollonius Rhodius: Argonautica'', Loeb Classical Library (2008), 4.654–661</ref> ამავე პოემაში, იაზონის და მისი მხლებლების გამასპინძლების შემდეგ, აიეტი თავის შვილიშვილებს კოლხეთსა და აიაიას შორის უსაზღვრო მანძილის შესახებ ესაუბრება:
{{ციტირება|შვილებო ჩემი ქალიშვილისა და ფრიქსესი, რომელსაც ყველა უცხოელზე მეტი პატივი ვეცი ამ სასახლეში, რატომ დაბრუნდით ეაში? განა რამე უბედურება შეგემთხვათ გზაში? თქვენ არ დამიჯერეთ, როცა თქვენს მიერ აღებული გზის შესახებ გითხარით, რომ უსაზღვრო მანძილი აქვს-მეთქი! ეს მე მაშინ გავიგე, როცა მამაჩემის — ჰელიოსის ეტლით ვიმოგზაურე. ჰელიოსს იმ დროს ჩემი დაი კირკე გადაჰყავდა ჰესპერიის ქვეყნის შუაგულში. ჩვენ მაშინ მივაღწიეთ ტირსენისის ხმელეთის ნაპირს, სადაც ახლაც ცხოვრობს ჩემი და. ეს ქვეყანა ძალზე შორსაა კოლხეთის მიწისაგან. მაგრამ რა საჭიროა ეს ამბავი! სჯობს, დალაგებით მომიყვეთ, რამ დაგაბრკოლათ გზაში, ვინ არიან ეს კაცები, თქვენ რომ მოგყვნენ და სად არის ჩემი მშვენიერი ხომალდი?<ref>[http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/5214/4/Argonavtika.pdf აპოლონიოს როდოსელი „არგონავტიკა“]. ბერძნულიდან თარგმნა წინასიტყვაობა და განმარტება დაურთო აკაკი ურუშაძემ. სახელმწიფო გამომცემლობა „[[სახელგამი]]“. თბილისი, 1948. გვერდები: 95 და 96.</ref>.|}}
 
მოგვიანებით აიაია, კლასიკური რომაელი მწერლების მიერ, იდენტიფიცირებულ იქნა მთა ცირცეოსთან (ლატინას პროვინცია, სან ფელიჩე ცირცეო, ლაციო, იტალია), იტალიის დასავლეთ სანაპიროზე, რომის სამხრეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე, რომელიც, ალბათ გამოიყურებოდა როგორც კუნძული ჭაობების და ზღვის გამო, გარსშემორტყმული მის ჩამოყალიბებამდე, და რომელიც პატარა ნახევარკუნძულს წარმოადგენს. ეს უკვე იყო ნახევარკუნძული [[დიონისე ჰალიკარნასელი|დიონისე ჰალიკარნასელის]] მიხედვით. თუმცა, შესაძლოა, ეს იყო ასევე კუნძული. ჰომეროსის პერიოდში წარმოადგენდა, გრძელ ლიდოს<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=22697 ლიდო]. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.</ref> ან ქვიშიან ნახევარკუნძულს, რომელიც ზოგადი გეოლოგიური პროცესის მიმდინარეობისას თანდათან შეუერთდა მატერიკს. არქეოლოგები ერთ გამოქვაბულს ან [[გროტი|გროტს]] აიდენტიფიცირებდნენ კონცხთან, როგორც "Grotta della Maga Circe", ცირცეს გამოქვაბული. მეორე ადგილი იქნა ნაპოვნი ახლომდებარე კუნძულ პონცაზე. ითვლება, რომ ცირცეს ჰქონდა საკუთარი ზაფხულის სასახლე ცირცეს მთაზე და საკუთარი ზამთრის სასახლე პონცაზე, რომელიც, ალბათ, არის კუნძული აიაია.
ხაზი 10:
აიაიას დატოვებამდე, ოდისევსმა ცირცესგან მიიღო ინსტრუქტაჟი თუ როგორ უნდა გადაელახა [[ოკეანე]]<ref>Homer's Odyssey [http://www.perseus.tufts.edu/hopper/text;jsessionid=B827C3204A35EB73B18F02A407A340A6?doc=Perseus%3Atext%3A1999.01.0136%3Abook%3D10%3Acard%3D503 10.503]</ref> და ჩრდილოეთის ქარის დახმარებით მიეღწია მიწისქვეშა სამყაროს:
 
{{ციტირება|– ღვთისდანაბადებო! წინამძღვარი არც დაგჭირდება, ამაზე ნუ ინაღვლებ. შენ მხოლოდ ანძა აღმართე ხომალდზე, თეთრი იალქნები გაშალე და შენთვის იჯექი, მძლავრი ბორეასი თავად დაგაყენებს გზაზე. ოკეანეს რა გადალახავ, ერთ ჩავარდნილ ნაპირზე პერსეფონეს ჭალაკს დაინახავ, სადაც შავფოთლიანი ალვისხეები და უნაყოფო ტირიფები შრიალებენ. იქ დააყენე ხომალდი, თავად კი ჰადესის სულისშემხუთველი სამყოფელისკენ გასწიე. შავეთში შთასულს აქერონისა და ცეცხლმოდებული პირიფლეგეტონის ღრიალი შემოგესმება. აქერონს იქვე კოკიტოსი, ტირილის მდინარე, ერთვის, რომელიც სათავეს სტიგსის წყლებიდან იღებს. ორივე კი მდინარე აქერონს უერთდება, ხოლო მათ შორის კლდეა შემართული. ამ კლდის ძირში ერთი წყრთის სიღრმეზე ორმო ამოთხარე, ორმოსთან მკვდართა სულებს მსხვერპლი შესწირე: ჯერ რძეში გაზავებული თაფლი, მერე ზედაშე, ხოლო შემდეგ წყალი და ყოველივე ამას წმინდა, თეთრი ფქვილი მოაფრქვიე. მზეგადასულთ მსხვერპლს რა შესწირავ, აღუთქვი, რომ ითაკაში დაბრუნებისას საუკეთესო უშობელს დაუკლავ და კოცონზე ძვირფას შესაწირავს დაუწვავ. ხოლო ტირეზიას ცალკე შესწირავ შენს ფარაში გამორჩეულ შავ ცხვარს. მერმე შავმატყლიან დედალ-მამალ ცხვარს ერებოსისაკენ თავები დაუდრიკე და სახელოვან აჩრდილებს შესწირე, თავად კი მდინარისაკენ პირშექცეული დადექ. როცა მკვდართა სულები მოდგებიან, თანამგზავრებს უბრძანე, საკლავი გაატყავონ, ცეცხლს დაუდონ და მრისხანე ჰადესსა და საშინელ პერსეფონეს შეევედრონ. შენ კი, ერისმთავარო, მახვილი მოიმარჯვე და უხორცოთა გუნდი სისხლთან არ მიუშვა, ვიდრე ტირეზიას არ ამკითხვინებ. მისანიც მალე გამოჩნდება, სამშობლოსაკენ გზას მიგასწავლის და გირჩევს, როგორ გადალახო თევზმრავალი ზღვა.<ref>[https://unichocacia26.files.wordpress.com/2017/04/e1839de18393e18398e183a1e18394e18390.pdf ჰომეროსი „ოდისეა“]. X. გრძნეული ცირცე. გვერდები: 70, 71.</ref>.|}}
 
==სხვა ჰიპოტეთური ადგილმდებარეობა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აია_(მითოლოგია)“-დან