კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 157:
 
ეგრისი რომ ჩამოყალიბებული სახელმწიფო ერთეული იყო, ამას ადასტირებს ქალაქური ტიპის დასახლებების გარდა, მონეტების მიმოქცევა. კოლხეთში მიმოქცევაში იყო ფული, რომელსაც „კოლხურ თეთრს“ უწოდებენ. ეს მონეტა რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იბეჭდებოდა, დასტურდება იმითც, რომ კოლხეთში იგი განძების სახითაა აღმოჩენილი, ე. ი. ასობით ცალი. ხონში ნაპოვნია მონეტა, რომლის ერთი მხარე არის დამუშავების პროცესში, ე. ი. გლუვია.
[[ფაილი:Normal Colchian Axes from Tli Cemetery-tli2C tomb 282.jpg|thumb|270 px|right|[[კოლხური ცული]]. ბრინჯაოს ხანის ერთ ერთი გამორჩეული სოამარი იარაღი.]]
[[ფაილი:Ilion---metopa.jpg|thumb|270 px|right|ჰელიოსი თავის ეტლში, ძვ. წ. IV საუკუნის დასაწყისი, [[ათენა|ათენას]] ტაძარი, [[ტროა|ილიონი]].]]
[[ფაილი:Douris cup Jason Vatican 16545.jpg|thumb|right|270 px|იაზონს ამოანთხევს ოქროს საწმისის (ცენტრში ხეზე ჰკიდია) მცველი გველეშაპი; [[ათინა]] დგას მარჯვნივ. დურისის წითლად ფიგურირებული თასი ჩერვეტერიდან ([[ეტრურია]]), დაახლოებით [[ძვ. წ. 480]]–[[ძვ. წ. 470|470]].]]
[[ფაილი:Sun Discus Samegrelo.JPG|thumb|270 px|right|მზის დისკო სამეგრელოდან. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეები.]]
[[ფაილი:La tortura de Prometeo, por Salvator Rosa.jpg|thumb|right|270 px|პრომეთეს წამება (სალვატორ როზას ნახატი, 1646-1648.).]]
ძვ. წ. XIII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა ძველ მსოფლიოში კარგად ცნობილი, ადრეკლასობრივი კოლხეთის სამეფო. ბერძნულ მითოლოგიაში აღნიშნული, როგორც არგონავტების დანიშნულების ადგილი, მედეას სამშობლო და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყარო. {{lang-xur|კულხას}} სახელწოდებით ცნობილი. მეზობელ ერებთან გამუდმებულ ომებში მყოფმა კოლხებმა შეძლეს დაეკავებინათ დიაოხის ნაწილი ძვ. წ. 750 წელს, მაგრამ დაკარგეს რამდენიმე პროვინცია (მათ შორის „სამეფო ქალაქი“ ილდამუსა) ძვ. წ. 750–748 და 744–742 წლებში, ურარტუს მეფე სარდურ II-სთან ბრძოლების შემდეგ. შემდგომში დაპყრობილი კიმერიელების და სკვითების მიერ ძვ. წ. 730–720 წლებში. სამეფო დაინგრა და დაექვემდებარა აქემენიდურ-სპარსულ იმპერიას ძვ. წ. VI საუკუნეში. ტომები, მცხოვრები სამხრეთ კოლხეთში (ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მოსხები და მარები) სპარსეთის მე-19 სატრაპიაში მოექცნენ, იმ დროს როცა ჩრდილოელი ტომები „ნებაყოფლობით“ ძღვენს იძლეოდნენ, ვალდებულნი იყვნენ რა სპარსეთის კარზე ყოველ ხუთ წელიწადში გაეგზავნათ 100 გოგონა და 100 ვაჟი. კოლხეთში უზარმაზარი აქემენიდური იმპერიის გავლენამ, თავისი წარმატებული სავაჭრო და ფართო ეკონომიკური და კომერციული კავშირებით სხვა რეგიონებთან, დააჩქარა კოლხური მიწების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. შედეგად კოლხურმა ტომებმა, როგორც ჩანს, დაამხეს სპარსული უღელი, და ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი სამეფო<ref>Marc Van de Mieroop, A History of the Ancient near East, C. 3000–323 BC (2003)
<br />Braund, Georgia in Antiquity: A History of Colchis and Transcaucasian Iberia, 550 BC-AD 562 (1994)</ref>.