პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 32:
1929-1939 წლებში 5%-დან 99%-მდე გაიზარდა იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც კოლექტიური ფერმები აკონტროლებდნენ. გლეხობა წინააღმდეგობას უწევდა სტალინის ამ კამპანიას - კოლექტივიზაციას გმობდნენ, როგორც „მეორე ბატონ-ყმობას“ და ბოლშევიკური რევოლუციის ღალატს, რადგან რევოლუცია გლეხებს „მშვიდობას და მიწას“ ჰპირდებოდა. ამას ემატებოდა მორწმუნე გლეხებში გავრცელებული შეხედულება, რომ საბჭოთა მთავრობა ანტიქრისტე იყო და კოლექტიურ ფერმებში გაწევრიანება სულის ჯოჯოხეთისთვის გაწირვას უდრიდა. კოლექტივიზაციის დესპოტურად და არასწორად მართვას და გლეხების აქტიურ წინააღმდეგობას საზარელი შიმშილობები მოჰყვა 1930-იანი წლების დასაწყისში. მარტო უკრაინაში გარდაიცვალა 3,5 მილიონამდე ადამიანი. სხვა მონაცემებით უკრაინის [[ჰოლოდომორი|ჰოლოდომორს]]ს შეეწირა ათი მილიონი ადამიანი. შიმშილობას მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ევროპულ ნაწილშიც, ციმბირში, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაში. შიმშილმა და სასოწარკვეთამ 1,5 მილიონამდე ადამიანს აიძულა მეზობელ ჩინეთში ემიგრაცია.
 
საქართველოში კოლექტივიზაციისთვის მზადება 1927-1928 წლებში მიმდინარეობადმიმდინარეობდა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა საბჭოთა ხელისუფლებამ 1932 წლისათვის დაასრულა სოფლების კოლექტივიზაციის პროცესი, მოსპობილი იქნა კერძო საკუთრება. კოლმეურნე გლეხობაზე დაყრდნებით საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლად სერიოზული დასაყრდენი ნახა. კოლექტივიზაციის პროცესში უამრავი უსამართლობა იქნა დაშვებული, ამ პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემა კატასტროფულად დაეცა.
 
===დიდი წმენდა===