სოხუმის დაცემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა David1010 გვერდი „სოხუმის დაცემა (1993)“ გადაიტანა გვერდზე „სოხუმის დაცემა“
სოხუმი
ხაზი 1:
[[Image:Sukhumiciviliance.jpg|thumb|სოხუმის დამცველები.]]
[[Image:Sukhumirefugees.jpg|thumb|დევნილები.]]
'''სოხუმის დაცემა''' — ''[[აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი (1992-93)|ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93)]] ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა [[საქართველოს უახლესი ისტორია|საქართველოს უახლეს ისტორიაში]]. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა [[საქართველოს შეიარაღებული ძალები|ქართულ სამთავრობო ჯარებსა]] და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიიდან]] დაქირავებული მებრძოლები, [[კაზაკები|კაზაკთა]] მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, [[გუდაუთა]]ში განლაგებული [[რუსეთი]]ს სამხედრო ბაზის შენაერთი.[[სოხუმი]]''
 
[[სოხუმი]]სთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც [[სოჭი (ქალაქი)|სოჭში]] დაიდო [[27 ივლისი|27 ივლისს]] ორ მხარეს შორის. შეთანხმება [[16 სექტემბერი|16 სექტემბრამდე]] გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, [[საქართველო]]ს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა [[27 სექტემბერი|27 სექტემბრამდე]], თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოხუმის_დაცემა“-დან