გორაბერეჟოულის ბაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
ბაღის ტერიტორიაზე დგას სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმისა და კლუბის შენობები. ბაღში ასევე დგას [[ჭიჭიკო ბენდელიანი]]ს ბიუსტი.
[[File:Chichiko Bendeliani statue in Goraberezhouli.jpg|thumb|ჭიჭიკო ბენდელიანის ბიუსტი]]
ტექნიკუმის შენობა ორსართულიანია. იგი კვადრატს მიახლოებულ გეგმაშია ჩაწერილი და ოთხქანობა სახურავი აქვს თუნუქით დაბურული. პირველი სართული ტუფის ქვითაა ნაგებო, ხოლო მეორე სართული კი ფიცრულია. ორივე სარათულზე განაპირე არეებში ორ-ორი მართკუთხა ფორმის ფანჯრები გამოდის, ხოლო ცენტრალურ ნაწილში სამი, განიერი, თაღისებური ფანჯრებია გაჭრილი, რომლის რაფები თაღნარით არის მორთული. აღნიშნული სამი ფანჯარა ერთმანეთისგან, თავზე რომბით დასრულებული, სტილიზებული პილასტრებით არიან გამიჯნულნი. გვერდითა ფასადებზე ექვს-ექვსი მართკუთხა ფანჯრები რითმულად გამოდის. უკანა ფასადზე ცენტრალურ ნაწილში შუშაბანდია გაჭრილი, რომლითაც შენობის ფართე კორიდორები ნათდება. შენობას სარდაფი გააჩნია რომლის შესასვლელიც სამხრეთიდანა. სარდაფის ოთახები სამხრეთით და აღმოსავლეთით დატანილი პატარა ზომის ღიობებით ნათდება.<ref>[http://memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/20803 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი]</ref>
 
კლუბის შენობა მართკუთხა ფორმის გეგმაშია ჩაწერილი და ოთხქანობა სახურავითაა გადახურული, რომელიც აზბოცემენტის ფილებითაა დაბურული. ნაგებობას ჩრდილოეთით მიშენებული აქვს მცირე სათავსო, რომელსაც კარები აღმოსავლეთიდან აქვს გაჭრილი. შენობის მთავარი ფასადი აღმოსავლეთით გამოდის. კედლის სიბრტყეზე გამოყვანილი და რელიეფური ხაზებით გაფორმებული სამი თაღი, ფასადის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. თაღები ეყრდნობა ორ საფეხურიან პოდიუმზე მდგარ შეწყვილებულ ლითონის სვეტებს, რომლებიც ცემენტით გამოყვანილი და წყვილი ლილვით გაფორმებული კაპიტელებით სრულდება. თაღების განაპირა არეებში, ფასადზე გამოდის ორ-ორი მართკუთხა ფანჯრები, რელიეფური საპირეებით მორთული. ფასადის დეკორაციულ შემკობა სრულდება სამსაფეხურიანი კარნიზით. შენობა ეზოს უკავშირდება პოდიუმზე გამავალი სამი კარებით.<ref>[http://memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/20804 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი]</ref>
 
==ლიტერატურა==
ხაზი 30:
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]
[[კატეგორია:კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გურიის მხარეში]]
[[კატეგორია:საქართველოს პარკები]]