მასონობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 139:
====დიადი ლოჟის დაფუძნების საკითხი====
2007 წლიდან სხვადასხვა მასონურ იურისდიქციებში მყოფმა ქართველებმა დაიწყეს საქართველოს დიადი ლოჟის დაფუძნების პროცესი, რომელიც დასრულდა 2015 წლის მარტში. 2015 წლის 13 მარტს რუსეთის დიადმა ლოჟამ თბილისის აღმოსავლეთით დააფუძნა ღირსეული ლოჟა "გიორგი V ბრწყინვალე", ხოლო მომდევნო დღეს -  2015 წლის 14 მარტს  დააფუძნა  საქართველოს დიადი ლოჟა [http://masonicpressagency.blogspot.com/2015/03/it-was-founded-grand-lodge-of-georgia.html] , რომლის შემადგენლობაში შევიდნენ რუსეთის დიადი ლოჟის კავკასიის დისტრიქტში შემავალი ღირსეული ლოჟები (მოხდა მათი გადაცემა სუვერენული დიადი ლოჟისადმი) : "წმინდა თამარი" #1, "მეფე დავით აღმაშენებელი" #2 და "გიორგი V ბრწყინვალე" #3 (სამივე ლოჟა ქ. თბილისის აღმოსავლეთით). ინსტალაცია ჩატარდა ქ. თბილისის აღმოსავლეთით.
 
მასონური ტრადიციებისა და ლენდმარკების მიხედვით, დიადი ლოჟის დაფუძნება ტერიტორიაზე, რომელზეც არ არსებობს სხვა ალტერნატიული მასონური გაერთიანება შეიძლიათ 21 ოსტატ მასონს, რომელიც გაერთიანებულია 3 სიმბოლურ (ღირსეულ) ლოჟაში და რომელთა პეტიცია იქნება გათვალისწინებული და დამფუძნებლის ფუნქციას შეასრულებს სხვა იურისდიქცია - დიადი ლოჟა. შესაბამისად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სხვადასხვა მასონური იურისდიქცია ეცადა საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი სტრუქტურების ჩამოყალიბებას, საქართველოს დიადი ლოჟა წარმოადგენს ერთადერთ კანონიერი მასონური იურისდიქციაs საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელიც არის მასონური ტრადიციების და წესების სრული დაცვით და ლეგიტიმურად დაფუძნებული. საქართველოს დიადი ლოჟა დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, მისი წარმომადგენლები აქტიურად იღწვიან მისი აღიარებისთვის სხვა მასონური იურისდიქციების მხრიდან.
 
2016 წლის ოქტომბრისთვის საქართველოს დიად ლოჟას უკვე 7 რეგულარული მასონური იურისდიქციის აღიარება გააჩნდა (მათ შორის, საბერძნეთი, რუსეთი, ვენესუელა, მავრიტანია, სამხრეთ აფრიკა,ა.შ.), მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან. 2016 ოქტომბრიდან, საქართველოს დიადი ლოჟას ახალი დიადი ოსტატი ხელმძღვანელობს. [http://masonicpressagency.blogspot.co.uk/2016/11/irakli-m-is-new-grand-master-of-georgia.html] საქართველოს დიად ლოჟაში 8 ღირსეული ლოჟა და 80-ზე მეტი ძმა მასონი შედის. 2017 წლის ოქტომბერს საქართველოს დიადი ლოჟა აღიარა ბურკინა ფასოს და ინდოეთს დიადმა ლოჟებმა, ასევე აღიარების დასტური მიღებულია ნიდერლანდების დიადი აღმოსავლეთისგან (ნიდერლანდების დიადი ლოჟა).
 
2018 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისში, განხორციელდა საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟის რე-ინსტალაცია. გაერთიანებული დიადი ლოჟის ინსტალაციაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა დამფუძნებელმა ქვეყანამ (ე.წ "დედა-ლოჟა"). ეს ქვეყნებია: თურქეთი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა. ინსტალაციას უძღვებოდა გერმანიის დიადი ოსტატი, ხოლო სტუმრებს შორის იყვნენ ჰოლანდიის და პოლონეთის დიადი ოსტატები. საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟის შემადგენლობაში შევიდნენ უკრაინის, სომხეთის, თურქეთის და რუსეთის (ე.წ. "საქართველოს დიადი ლოჟა") იურისდიქციის წევრი ძმები. ამჟამად საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა, ერთადერთი ოფიციალური, კანონიერი და რეგულარულად დაფუძნებული მასონური სტრუქტურაა საქართველოში.
საქართველოს დიადი ლოჟის 7 ლოჟა ძველ აღიარებულ შოტლანდიურ რიტუალში მუშაობენ (აქედან 1 ლოჟა რუსულენოვანია, 6 ქართულენოვანი), ხოლო 1 ლოჟა ინგლისურენოვანია და მუშაობს ბრიტანულ ემულეიშენის რიტუალში. ლოჟები გახსნილია ქალაქ თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ქუთაისისა და ბათუმის აღმოსავლეთით. ახლო მომავალში იგეგმება კიდევ 2 ღირსეული ლოჟის დაფუძნება ქ. გორში და ქ. ზუგდიდში.
# წმ. თამარ მეფე 2. მეფე დავით აღმაშენებელი 3. გიორგი V ბრწყინვალე 4. იოანე პეტრიწი (ინგლისურენოვანი) - თბილისის აღმოსავლეთით მომუშავე სიმბოლური ლურჯი ლოჟები 5. გრიგოლ I ბაგრატიონი - ქ. რუსთავის აღმოსავლეთი 6. ა.ს. გრიბოედოვი - ქ. მცხეთას აღმოსავლეთით (რუსულენოვანი) 7. ამადეუს მოცარტი - ქ. ბათუმის აღმოსავლეთით 8. სოლომონ II - ქალაქ ქუთაისის აღმოსავლეთით
საქართველოს დიადი ლოჟის დიადი ოსტატის ნებართვით 2017 წლის თებერვალში გაიცა ნებართვა #9 სიმბოლური ლოჟის დაფუძნების თაობა - რომელსაც "ან ნურ" ეწოდა და აერთიანებს აზერბაიჯანულ და თურქულენოვან ძმებს.
 
საქართველოში, მასონური ტრადიციებს დარღვევით მოქმედი სხვა მასონური იურისდიქციებში შემავალი საქართველოს მოქალაქეები ბუნებრივად ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს დიადი ლოჟის წარმოშობის კანონიერებას და მისი არსებობის ფაქტს არ აღიარებენ. საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ქვეყნის მასონურ იურისდიქციებს შორის - სომხეთ, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა, ინტენსიურად მიმდინარეობს  დისკუსია ერთიანი ეროვნული დიადი ლოჟის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რაც ყოვლად დაუშვებელია და მიუღებელი საქარათველოს დიადი ლოჟის წარმომადგენელთა აზრით და არსებული მასონური წესების მიხედვით.
 
ამასთანავე,სუვერენული საქართველოს დიადი ლოჟა, დაფუძნებიდან 18 თვის განმავლობაში, აღიარა რამდენიმე რეგულარულმა მასონურმა იურისდიქციამ, მათ შორის ვენესუელა, საბერძნეთი, მავრიტანია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ა.შ.[http://www.aafm.ge]
 
2017 წლის 28 ოქტომბერს დაგეგმილია საქართველოს დიადი ლოჟის საგანგებო ასამბლეა, რომელზეც განხილული იქნება დიადი ლოჟის განვითარების საკითხები.
 
== თქმულებები მასონებზე ==
 
=== „ყოვლისმხედველი თვალი“ ბანკნოტებზე ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მასონობა“-დან