ალექსანდრიის შუქურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 109.172.234.14 ცვლილებების გაუქმება (№3502504)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 2:
'''ალექსანდრიის შუქურა''' (აგრეთვე ცნობილი როგორც ''ფაროსი'', ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა [[ალექსანდრია|ალექსანდრიაში]], [[ეგვიპტე]], აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო და იმ დროისთვის, დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.
 
თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა, ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის [[ზარაფხანა|ზარაფხანის]] რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკება. მოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური [[მეჩეთი|მეჩეთის]] [[მინარეთი|მინარეთთა]] დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს.დერეფნის სიგანე იმის შესაძლებლობას იძლეოდა, რომ შშა ვირებშებმული საზიდრებით აეტანათ. შუქურა იმავედროულად სამეთვალყურეო კოშკიც იყო. აქედან მტრის ფლოტის დანახვაც შეიძლებოდა, სანამ ის ქალაქს მიუახლოვდებოდა. დროთა განმავლობაში შუქურის ზედა სართულები ჩამოინგარა, მთლიანი ნაგებობა კი საბოლოოდ მე-14 საუკუნეში განადგურდა.
მელობთ რომ წაიკითხეთ მე ვარ ბითიესის ფანი მოუსმინეთ ბითიესს რადგან ძალიან მაგრები არიანნნნნ <3
 
{{არქიტექტურა}}