საჩხერე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
|კატეგორია ვიკისაწყობში =Sachkhere
}}
'''საჩხერე''' — ქალაქი დასავლეთ საქართველოში[[საქართველო]]ში, [[იმერეთის მხარე|იმერეთის მხარეში]], [[საჩხერის მუნიციპალიტეტი|საჩხერის მუნიციპალიტეტის]] ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად 1964 წელს გამოცხადდა. ქალაქში არის [[ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია|ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის]] რეზიდენცია, საფეხბურთო კლუბი [[ჩიხურა საჩხერე|ჩიხურა]], სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება [[ზესტაფონი|ზესტაფონსა]] და სოფელ [[გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|გომს]], სარკინიგზო ხაზით უკავშირდება [[ზესტაფონი|ზესტაფონს]].
 
==გეოგრაფია==
მდებარეობს მდინარე [[ყვირილა|ყვირილის]] ნაპირებზე, [[საჩხერის ქვაბული]]ს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე. ზღვის დონიდან 500-550 მეტრი, მანძილი [[თბილისი|თბილისიდან]] 170 კილომეტრი საავტომობილო გზით, 232 რკინიგზით, [[ქუთაისი|ქუთაისიდან]] 91 კილომეტრი.
 
საჩხერეში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,7°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,4°C, ივლისისა — 20°C. აბსოლუტური მინიმუმი -28°C, აბსოლუტური მაქსიმუმი 37°C. ნალექები 900 მმ წელიწადში.
 
==ისტორია==
ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლი [[ნაჩერქეზევი]], რომელიც [[ბრინჯაოს ხანა|ადრინდელ ბრინჯაოს ხანას]] მიეკუთვნება.
 
საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს გადმოცემით საჩხერე მდინარე [[ყვირილა]]ს მარცხენა მხარეს იყო გაშენებული. ის მდებარეობდა აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც „ჭერათხევის“ ხეობით კვეთდა ლიხთ-იმერეთის მთას; ფრანგი მოგზაური [[ჟან შარდენი]] და ევროპელი მისიონერები თავიანთ ჩანაწერებში მიუთითებდნენ სწორედ ამ მარშრუტს, რომელიც ინდოეთიდან და ირანიდან მომავალ სავაჭრო გზას წარმოადგენდა და [[თბილისი|თბილისს]] [[იმერეთის სამეფო]]სთან აკავშირებდა. საჩხერის სტრატეგულ ადგილმდებარეობას ხაზი აქვს გასმული მეფე-პოეტ [[არჩილ II]]-ის ნაწარმოებში „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასება“, სადაც საჩხერე წარმოდგენილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ პოლიტიკურ ხიდად. საჩხერე [[წერეთლები|წერეთლების]] საკუთრება იყო. ცნობილია, რომ XVII საუკუნის დამდეგს [[შაჰ აბას I|შაჰ-აბასი]]საგან ლტოლვილმა კახეთისა და ქართლის მეფეებმა, [[თეიმურაზ I|თეიმურაზ პირველმა]] და [[ლუარსაბ II|ლუარსაბ მეორემ]] თავიანთი მხლებლებით გარკვეული დრო სწორედ საჩხერეში, წერეთლებთან დაჰყვეს.
 
1830-იან წლებში საჩხერე მცირე დაბას წარმოადგენდა, სადაც ქართველები და [[სომხები]] ცხოვრობდნენ. წერეთლების სახლები განლაგებული იყო დაბის ჩრდილოეთით მდებარე ბორცვზე. 1926 წლისთვის საჩხერის თემი შედგებოდა 15 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 8103 ადამიანს, ხოლო ფართობი 142,9 კმ<sup>2</sup>-ს.<ref>[https://www.flickr.com/photos/national_archives_of_georgia/16509787475/in/dateposted/ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა] საქართველოს ეროვნული არქივი</ref>
 
ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო კვების და მსუბუქი მრეწველობა. მოქმედებდა ღვინისა და საკონსერვო ქარხნები, ბამბის სართავი ფაბრიკა, სხვადასხვა წვრილი საწარმოები.
 
==ისტორიული ძეგლები==
Line 113 ⟶ 115:
ფაილი:Churchofsachkhere.jpg|საჩხერის ეკლესია
</gallery>
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|9|212|ჯაოშვილი ვ. ბერაძე თ.}}
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საჩხერე“-დან