ჰეკატე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 4:
== დახასიათება ==
იდუმალებით მოცულ ქვესკნელის ძალთა განსახიერება, საბერძნეთში ხორცშესხმული და დიდ ქალღმერთად ცნობილი. მართალია [[ჰომეროსი]] არ ახსენებს, მაგრამ ან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საბერძნეთში განდიდებული, ან ეს შემთხვევით მოხდა, მით უფრო, რომ თავის ჰიმნში ჰომეროსი ადიდებს სულით ნაზ ჰეკატეს, „მშვენიერსამოსიანს“ (25). [[ჰესიოდე]]სთან კი შესაძლოია ეს სახე გამოჩნდა იმავე ორფიკების ჩანართიდან, რომელთაც მოგვიანებით ჰეკატე უაღრესად განადიდეს. აქ (თეოგ. 411-452) ის ტიტან პერსეს (ან პერსეოსის) და ასტერიას ასულია, ან ზევსის და დემეტრეს, ტარტაროზის და ასე შემდეგ. ეს უკანასკნელი უფრო ლოგიკური უნდა იყოს, რადგან თავისი ბუნებით ის უფრო ქვესკნელის, მიწის წიაღის ზარდამცემი ხთონიური ღვთაებაა, ვიდრე ზევსის ნათელი, ამაღლებული შვილები (არტემიდე, ჰებე და სხვა). ამასთან აპოტროფიული ღვთაებაცაა (სიძვისაგან დამცველი). ორფიკული მოძღვრებით, რაც თავისთავად, თეოგონიაშიც ასახულია, ბევრი ფუნქცია ეკისრება. ტიტანიდებს შორის ყველაზე მეტად პატივდებულია, ვითარცა მბრძანებელი ცათა, მიწისა და ზღვის წიაღისა, მცენარეთა ნაყოფიერებისა, მეჯოგეობისა, სიჭაბუკისა, მონადირეთა, მეზღვაურთა და მიწის მაშვრალთა, მშობიარეთა მფარველი, სიბრძნის მეტყველი და მრჩეველი ოლიმპიელთა სამართალსა და საკრებულოზე, ბედნიერებისა და გამარჯვების მომნიჭებელი. ყოველივე ეს [[ჰერა]]ს და [[ათენა]]ს სიმაღლეზე აყენებს. მეზღვაურებს ქარკეთილს უგზავნის, მესაქონლეს საქონელს უმრავლებს, მეთევზეს ბადეს უვსებს, პოეტს დაფნით აგვირგვინებს, მშობიარეს ტკივილებს უმსუბუქებს. მართალია, [[
==რესურსები ინტერნეტში==
|