ზურაბ ანტონოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა წვრილი ვაჭრის ოჯახში. მუშაობდა [[გორის სამაზრომაზრა|გორის მაზრის]] სამმართველოში, შემდეგ — მამისეულ სავაჭროში. [[1851]] წელს ჩაირიცხა გ. ერისთავის თეატრის დასში მსახიობად. იქვე დაიწყო პიესების წერა. მცირე ხნით ([[1854]] წლის ნოემბერ-დეკემბერი) თეატრის ხელმძღვანელიც იყო. ჩვენამდე ანტონოვის შვიდმა პიესამ მოაღწია: „მე მინდა კნეინა გავხდე“ ([[1851]]), „განა ბიძიამ ცოლი შეირთო“ ([[1852]]), „მზის დაბნელება საქართველოში“ (დაიდგა [[1853]] წელს, დაიბეჭდა [[1876]] წელს), „ქმარი ხუთი ცოლისა“ (დაიდგა [[1851]] წელს, დაიბეჭდა [[1852]] წელს), „ქორწილი ხევსურთა“ ([[1852]]), „ქოროღლი“ ([[1853]]), „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“ ([[1854]]).
 
ანტონოვი აგრძელებს გ. ერისთავის რეალისტურ ტრადიციებს. მის შემოქმედებაში უკვე შეიმჩნევა დრამატურგიის ერთგვარი დემოკრატიზაციის ტენდეცია: თავად-აზნაურთა და ვაჭართა გვერდით მან სცენაზე გამოიყვანა გლეხობა, ქალაქის მოსახლეობის დაბალი ფენები — მეზურნეები, საზანდრები, „შარლატანები“. მანვე, ქართულ ლიტერატურაში პირველმა აქცია ქალაქის ქუჩა მხატვრული ასახვის ობიექტად. ამ რეალისტურ ფონზე ანტონოვი წარმოგვიდგენს [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] საქართველოს ქალაქისა და სოფლის ცხოვრების ცოცხალ, კოლორიტულ სურათებს, ასახავს „ძველი“ და „ახალი“ თაობების ბრძოლას, დასცინის უნიათო, ყალბ პატრიოტიზმს, ცხოვრებისაგან განდგომილ ლიტერატორებს. მოხდენილმა სცენებმა, სხარტმა რეპლიკებმა, ხალისიანმა ხალხურმა იუმორმა პიესათა ხანგრძლივი სცენური სიცოცხლე და პოპულარობა განაპირობა.
ხაზი 9:
==ლიტერატურა==
* ''აბრამიშვილი ე.,'' ზურაბ ანტონოვი, ბათ., 1958;
*''[[დავით გამეზარდაშვილი|გამეზარდაშვილი დ.]],'' ნარკვევები ქართული რეალიზმის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1957;
*''ზანდუკელი მ.,'' ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 2, თბ., 1962;
{{ქსე|1|499|აბრამიშვილი ე.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ანტონოვი“-დან