ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
{{მმ*|ბოჭორმა}}
[[ფაილი:Bochorma church.jpeg|thumb|400 პქ|წმინდა გიორგის ბოჭორმის ეკლესია]]
'''ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია''' — [[წმინდა გიორგი]]ს სახელობის ეკლესია [[თიანეთის მუნიციპალიტეტი|თიანეთის მუნიციპალიტეტში]], მდინარე [[იორი|ივრის]] მარცხენა ნაპირას, მაღალ მთაზე მდებარე [[ბოჭორმის ციხე|ბოჭორმის ციხის]] შიდა ეზოში. [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
ეკლესია თარიღდება X საუკუნით. იგი გეგმით ექვსაფსიდიანი, ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით. კედლები შიგნით მოპირკეთებულია შირიმის სწორკუთხა, სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი ფილებით. კედლების ქვედა ნაწილები (იატაკიდან დაახლოებით 0,8 მ სიმაღლეზე) ქვიშაქვითაა ნაწყობი. შენობის გარე მოპირკეთებისათვის თავდაპირველად გამოყენებული ყოფილა მომწვანო ფერის ქვიშაქვების ფილები; მოგვიანებით განახლებული და შეკეთებული ნაწილები შირიმისა და აგურისაა. ეკლესიაში შექმნილია [[გუმბათი]]თ დასრულებული ცენტრალური სივრცე. ამ ცენტრიდან სხივისებურად იშლება აფსიდით დასრულებული ექვსი მკლავი. თითეული აფსიდის წინ [[ბემა]]ა. მათგან ხუთი მკლავის ბემა თანაბარი სიღრმისაა, საკურთხევლის [[აფსიდა|აფსიდი]]ს წინ მდებარე ბემა კი გაცილებით ღრმაა, რის გამოც საკურთხევლის აფსიდი შენობის კორპუსიდან ნაწილობრივ წინაა წამოწეული და გარედან სამწახნაგოვანი შვერილით იფარგლება. თითეული მკლავის სივრცე გუმბათქვეშა სივრცისგან გამიჯნულია ორი მარტივი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. საბჯენი თაღის ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) იმპოსტები. მსგავსი პროფილის იმპოსტებზეა დაყრდნობილი თითეული აფსიდის თაღიც. მკლავების შეერთების ადგილას ნახევარსვეტებია. გუმბათქვეშა თაღებს შორის არსებული მონაკვეთები შევსებულია ბრტყელი აფსიდით, რომელიც ტრომპების მსგავსად, ბრტყელი თაღითაა დასრულებული. ამრიგად, მკლავების ექვსი თაღი და ექვსი დამატებითი პატარა თაღი ქმნიან გუმბათის წრიულ საფუძველს. შესასვლელები მოწყობილია სამხრეთ–დასავლეთის და ჩრდილო–დასავლეთის აფსიდებში. ორივე შესასვლელი შიგნიდან დასრულებულია თაღით, ხოლო გარედან – მოზრდილი [[ტიმპანი]]თ. ჩრდილო–დასავლეთის კარი ამოშენებულია. საკურთხევლის აფსიდში, სამხრეთ–აღმოსავლეთით, ჩრდილო–აღმოსავლეთით და დასავლეთ აფსიდებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლები შედარებით მაღლაა, ისე რომ მათი გადამხურავი თაღის ნაწილი შეჭრილია [[კონქი]]ს არეში. [[საკურთხეველი]] ეკლესიის იატაკზე 0,8 მ–ით მაღალია. საკურთხევლის ცენტრში დგას მაღალი ტრაპეზი. საკურთხევლის ბემის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო მცირე ზომის ნიშია. ჩრდილო ნიშის გვერდით მოგვიანებით მოუწყვიათ ვიწრო გასასვლელი, რომელიც ჩრდილო–აღმოსავლეთის მკლავში გადის. ეს მკლავი ამის შემდეგ, როგორც ჩანს, [[სამკვეთლო]]დ გამოიყენებოდა. საკურთხეველი ტაძრის დანარჩენი სივრცისგან გამოიყოფა აგურით ნაწყობი, XVIII საუკუნის [[კანკელი]]თ.
{{commonscat|Bochorma Church}}
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. 2. თბ. 2004 წ.
==სქოლიო==
 
{{სქოლიო}}
[[კატეგორია:თიანეთის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]