აწყურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სქოლიო - არ იძებნება, ამოვიღე ბმული
No edit summary
ხაზი 5:
აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა [[ბორჯომის ხეობა]]ს. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] II ნახევარში ციხე [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებმა]] დაიკავეს. [[1770]] წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. [[1829]] წელს [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების]] თანახმად, განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.
 
აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა.
 
აწყურის ციხეს [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
[[2009]] წლის 19 აგვისტოს ციხე ჩამოინგრა და [[2013]] წელს მასზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა<ref>[http://sknews.ge/index.php?newsid=2812#.Upw5QtIW3JJ „სამხრეთის კარიბჭე“ 20.11.2013]</ref>. აწყურის ციხე კვლავ დანგრევის პირასაა<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/atskuris-tsikhe-ingreva/26636362.html აწყურის ციხე ინგრევა]. „რადიო თავისუფლება“, მაია იველაშვილი, 14.10.2014.</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აწყურის_ციხე“-დან