ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.221.206.190-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 49:
 
=== როვენა რეივენქლო ===
'''როვენა რეივენქლო''' — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი სახელის საპატივსაცემულოდპატივსაცემად, ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “რეივენქლო” ეწოდა. კლუბის სიმბოლოა [[არწივი]] ლურჯ და ბრინჯაოსფერ ფონზე. რეივენქლო ადამიანებში აფასებდა სიბრძნეს, აზროვნებას და [[იუმორი|იუმორის]] გრძნობას. ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. ლეგენდის თანახმად, როვენას ჰქონდა დიადემა, რომელიც მას სიბრძნეს მატებდა.
 
როვენა რეივენქლოს ჰყავდა ქალიშვილი ელენა, რომელმაც დედას დიადემა მოჰპარა, რადგან სურდა დედაზე ბრძენი გამხდარიყო. როვენა ამ ამბავს გულდასმით მალავდა, მაგრამ სიკვდილის წინ თავის ქალიშვილს სთხოვა, მისულიყო მასთან და ამით ყველაფერს აპატიებდა, თუმცა როვენა მალე გარდაიცვალა და სიკვდილის წინ შვილის ნახვას ვერ მოესწრო. დიადემა დაიკარგა.
 
=== ჰელგა ჰაფლპაფი ===
'''ჰელგა ჰაფლპაფი''' — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემულოდპატივსაცემად ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს ეწოდა “ჰაფლპაფი”. ამ ფაკულტეტის სიმბოლოა [[მაჩვი]] შავ და ყვითელ ფონზე. ჰელგა ჰაფლპაფი ხალხში აფასებდა ლოიალურობას, პატიოსნებასა და შეუპოვრობას. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის მოსწავლეებს. ჰელგა ჰაფლპაფი შესანიშნავად ფლობდა კულინარიას. მრავალი კერძი, რომელიც ჰოგვორტსში დღესასწაულებსა და ნადიმებზე მზადდება, სწორედ ჰელგა ჰაფლპაფის რეცეპტებითაა მომზადებული.
 
=== სალაზარ სლიზერინი ===
'''სალაზარ სლიზერინი''' — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემულოდპატივსაცემად "სლიზერინი" ეწოდა ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს. სალაზარ სლიზერინის სიმბოლო [[გველი]] იყო. სალაზარი პარსელი იყო, ამიტომ მას შეეძლო გველების ენაზე საუბარი. სალაზარ სლიზერინი ცნობილი იყო ლეგილემენციის ბრწყინვალე ცოდნით. ხალხში აფასებდა ცბიერებას და ძალაუფლებისადმი სიყვარულს. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის მოსწავლეებს. სალაზარ სლიზერინი ფიქრობდა, რომ ჰოგვორტსში მხოლოდ წმინდასისხლიანებს უნდა ესწავლათ, რის გამოც უთანხმოება მოუვიდა გოდრიკ გრიფინდორთან, როვენა რეივენქლოსთან და ჰელგა ჰაფლპაფთან. განრისხებულმა და გულდაწყვეტილმა სლიზერინმა სკოლა დატოვა, თუმცა წასვლამდე ჰოგვორტში საიდუმლო ოთახი შექმნა, სადაც საზარელი მონსტრი, [[ბასილისკო]] დამალა. ბასილისკოს მოვალეობა მუქსისხლიანი (მაგლური წარმოშობის) ჯადოქრების დახოცვა იყო. ოთახის პოვნა ბევრმა ჯადოქარმა სცადა, მაგრამ ეს მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრეს, გველის ენის მცოდნეს შეეძლო. საბოლოოდ ოთახი ჰარი პოტერმა იპოვა და ბასილისკო მოკლა.
 
=== გოდრიკ გრიფინდორი ===
გოდრიკ გრიფინდორი — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ცხოვრობდა დაახლოებით 1000 წლის წინ. მის საპატივსაცემულოდპატივსაცემად ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “გრიფინდორი” ეწოდა. მის სახელს ატარებს ასევე სოფელი "გოდრიკ ჰოლოუ", სადაც ის დაიბადა. გრიფინდორის სიმბოლო იყო ოქროსფერი [[ლომი]] წითელ ფონზე. გოდრიკ გრიფინდორი ხალხში ყველაზე მეტად აფასებდა სიმამაცესა და თავდადებას; სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. დაისვა კითხვა, თუ ვინ გაანაწილებდა სტუდენტებს გოდრიკ გრიფინდორის, სალაზარ სლიზერინის, როვენა რეივენქლოს და ჰელგა ჰაფლპაფის სიკვდილის შემდეგ. ეს პრობლემა გრიფინდორმა გადაწყვიტა. მან მოაჯადოვა თავისი ძველი ქუდი ისე, რომ ის ჰოგვორტსის დამაარსებლებივით საზღვრავდა თუ რომელ კლუბში უნდა გაემწესებინა მოსწავლე. ჰარი პოტერის მეორე წიგნში ბასილისკოსთან ბრძოლაში ჰარის სწორედ გრიფინდორის ხმალი და ძველი ქუდი გამოადგა. ის ხმალს ქუდიდან ამოიღებს, რაც დამბლდორის სიტყვით იმას ნიშნავდა, რომ ჰარი ნამდვილი გრიფინდორელი იყო.
 
==ფაკულტეტები==