გონიოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(212.58.119.148-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
არიანეს ჩვენებით, აფსარის დასახლება ძველთაძველია და მისი არსებობა არგონავტების ლაშქრობიდან მომდინარეობს. პროკოფი შემდეგი სიტყვებით აღწერს ქალაქ აფსარს: {{ციტატა|მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით და მას მრავალი სხვა რამეც ჰქონდა, რაც ჩვეულებრივ ქალაქის სიდიდის მომასწავებელია.}}
 
65 წელს პომპეუსმა კოლხეთი დაიპყრო. მონათმფლობელური რომის ბატონობა თავისუფლებისმოყვარე კოლხებისათვის მეტად მძიმე იყო. ამიტომ კოლხეთი ხშირად ჯანყდებოდა რომაელების წინააღმდეგ. კოლხების ერტერთ-ერთი აჯანყების შესახებ მოგვითხრობს რომაელი ისტორიკოსი ტაციტე. ტაციხეს გადმოცემით, აჯანყება მოხდა იმპერატორ ვესპასიანეს დროს. აჯანყება დაიწყო ტრაპეზუნტიდან და მალე გავრცელდა კოლხეთის დანარჩენ სანაპიროზეც. აჯანყებას ანტირომაული ხასიათი ჰქონდა; აჯანყებას მეთაურობდა ანიკეტი. ამ აჯანყებას მიუპყრია ვესპასიანეს ყურადრება. იმპერატორს გამოუგზავნია ძლიერი ჯარები, რომლებსაც დაუმარცხებიათ აჯანყებულები.
 
რომაელებს რეგიონის საკონტროლებლად ჯარი ჩაყებენული ჰყავდათ სატანადოდ შერჩეულ ციხე-სიმაგრეებში. ასეთი ჯარები იყო ტრაპეზუნტში, ფაზისში, დიოსკურიაში, პიტიუნტში... და სხვა. მათ აფსარის ციხეშიც ყოლიათ ჯარები. არიანე წერს: „მივედით აფსარში, სადაც ჩაყენებულია ხუთი კოჰორტა.“ აფსარის ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა რომაელებისთვის. იგი დარაჯობდა ჭოროხის შესარტავის მარცხენა მხარეს.