ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 73:
ჩუქჩების თავდაპირველი რელიგიური ცნებების განვითარება ხუთ ეტაპად იყოფა:
 
პირველი ეტაპზე განიხილება ადამიანებსა და საგნებს შორის ის თვისობრივი მსგავსება, რომელის რწმენის მიხედვითაც მათ თანაბრად ეკუთვნით სიცოცხლე. საგნების ფორმა და მათი ადაპტაცია ცხოვრებისეული ქმედებების მიმართ ამ ეტაპზე არ განიხილება. ქვა, ხე, ბორცვი, ღრუბელი ან ისეთი ბუნებრივი ფენომენები, როგორიც ქარი, წვიმა და ჭექა-ქუხილია ითვლება ცოცხალ არსებად მიუხედავად მისი ფორმისა. თუ საგანი მოძრაობს, ესეიგი ის ცოცხალია — ასეთი შეხედულების თანახმად თავდაპირველი ადამიანები ცოცხლად აღიქვამდნენ ხეს, რომელიც ირხეოდა, ქარს, ტბას, მდინარეს და ა. შ. ადამაინიადამიანი შეიძლება შეებძოლოს ამ საგნებს და გაანადგუროს ისინი, ასევე შეიძლება მსხვერპლი შეწიროს და სანაცვლოდ დაცვა სთხოვოს. ის ხშირად ამ საგნების მცირე ზომის გამოსახულებებს თილისმად იყენებს და თან ატარებს, იმისთვის რომ ბოროტი ძალებისგან დაცულად იგრძნოს თავი.
 
განვითარება იწყება მაშინ, როცა პირველად ჩანს საგნების ფორმებისა და ადამიანების სხეულის ნაწილების ფორმების მიმსგავსების მცდელობა. თილისმებზე მცირედი, ბუნდოვანი მსგავსებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ისინი ანთროპომორფულ (ადამიანის მსგავს) არსებებად მივიჩნიოთ. პატარა ხის კავი, ან ტყავის ორი ვიწრო ზოლი, რომლებიც ფეხებს წარმოადგენს, უკვე ითვლება ადამიანის მსგავს ფიგურად. ეს განვითარების მეორე ეტაპია, რომელიც წარმოადგენს მარტივი პრიმიტიული ცნების უფრო რეალური ფორმის ობიექტად გადაქცევის პირველ მცდელობას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩუქჩები“-დან