რუსეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 172:
[[რუსეთის სამოქალაქო ომი|რუსეთის სამოქალაქო ომში]] მოეწყო ტერორისტული აქტები კომუნისტების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი აქტის დროს დაიჭრა ლენინი. [[1918]] წლის [[2 სექტემბერი|2 სექტემბერს]] რუსეთის ცაკ-მა შემოიღო [[თეთრი ტერორი]]ს წინააღმდეგ [[წითელი ტერორი]]. საბოლოოდ ეს ომი დასრულდა [[1921]] წელს, სამოქალაქო ომში დაიღუპა 5 მილიონი ადამიანი.<ref>[http://www.icrc.org/Web/Eng/siteeng0.nsf/html/5RFHJY Famine in Russia: the hidden horrors of 1921], International Committee of the Red Cross</ref>.
 
[[რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა|რუსეთის სფსრ]]-მ განახორციელა დაპყრობითი ომები და დაიბრუნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წართმეული გაკვეულიგარკვეული ტერიტორიები. [[1922]] წლის [[30 დეკემბერი|30 დეკემბერს]] შეიქმნა [[საბჭოთა კავშირი]], რუსეთმა განაგრძო მისი იმპერიალური პოლიტიკა და საბოლოოდ სსრკ-ში გაერთიანდა [[საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები|15 რესპუბლიკა]]. ოფიციალურად ყველა რესპუბლიკა სრულუფლებიანი იყო და მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაეტოვებინათ საბჭოთა კავშირი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
 
20-იან წლების დასაწყისში რუსეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ „ძველი ბოლშევიკების“ ხელში რჩებოდა. მაგრამ პარტიის რიგებში ძალას იკრეფდა ახალი ძალები. [[ვლადიმერ ლენინი|ლენინის]] შემდეგ პარტიას ხელმძღვანელობდა [[ლევ ტროცკი]]. პოლიტბიუროს წევრებს ეშინოდათ ხელისუფლების სათავეში ერთი ძლიერი პიროვნების მოსვლის. [[1924]] წელს ვლადიმერ ლენინის გარდაცვალების შემდეგ [[საბჭოთა კავშირი]]ს ხელმძღვანელი გახდა [[იოსებ სტალინი]], სტალინმა ის ხალხი ჩამოიშორა რომლებმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანეს მათ შორის იყვნენ: [[ლევ კამენევი]], [[გრიგორი ზინოვიევი]], [[ბუხარინი]]. სტალინი გახდა საბჭოთა კავშირის მართველი დიქტატორი. სტალინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო [[დიდი წმენდა]], ტერორი განსაკუთრებით გამძაფრდა [[1934]] წლიდან როდესაც მოკლეს ცნობილი პარტიული ლიდერი [[სერგეი კიროვი]]. მთელს ქვეყანას მოედო შეთქმულების გამომჟღავნების ტალღა. [[1936]]-[[1937]] წლებში განადგურდა, კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერები<ref>"[http://www.britannica.com/EBchecked/topic/483936/purge-trials Purge trials (Soviet history)]". Encyclopædia Britannica.</ref>. 1937 წელს რეპრესირებული იქნა [[წითელი არმია|წითელი არმიის]] მეთაურთა თითქმის ნახევარი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსეთი“-დან