ჯულია ჩაილდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
 
==ომისშემდგომი საფრანგეთი==
ქ-ნი ჩაილდი ხშირად იხსენებდა [[რუენი|რუენში]] ყოფნისას მის პირველ კერძს ხამანწკებით "sole meunière" შესანიშნავ ღვინოსთან ერთად, როგორც "კულინარულ გამოცხადებას" (culinary revelation). ეს განცდა მან ერთხელ [[ნიუ-იორკიიორკ ტაიმსი (გაზეთი)|ნიუ-იორკ ტაიმსში]] აღწერა, როგორც მისთვის "სულისა და გულის გახსნა". ამის შემდეგ ის პარიზის განთქმულ [[კორდონ ბლუ|ლე კორდონ ბლუ]]-ს კულინარულ სკოლაში შედის, მოგვიანებით კერძო გაკვეთილებს იღებს ისეთი განთქმული მზარეულებისგან, როგორიცაა მაქს ბუნიარდი. აქ ის უერთდება ქალთა კულინარიულ კლუბს "Cercle des Gourmettes", სადაც ხვდება სიმონ ბეკს, რომელიც ლუიზეტ ბერთოლთან ერთად ფრანგული სამზარეულოს რეცეპტების წიგნს წერდა ამერიკელებისთვის და შესთავაზა ქ-ნ ჩაილდსაც მიეღო მონაწილეობა წიგნის ამერიკელთათვის პოპულარიზაციაში.
 
1951 წელს ისინი იწყებენ კერძების მომზადებას ამერიკელი ქალებისთვის "ჩაილდსის სამზარეულოში", უწოდეს რა მათ არაფორმალურ სკოლას "L'Ecole des Trois Gourmandes" (სამი გურმანის სკოლა). შემდეგი დეკადის განმავლობაში ჩაილდი ევროპაში მოგზაურობს და საბოლოოდ კემბრიჯში, [[მასაჩუსეტსი]], სახლდება, სადაც სამი მეგობარი რეცეპტების კვლევასა და ტესტირებას ატარებენ, ქ-ნი ჩაილდი კი ფრანგულიდან ამერიკულ ინგლისურად თარგმნის, მასებისთვის გასაგებ დეტალურ, პრაქტიკულ და საინტერესო ენაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯულია_ჩაილდი“-დან